პირველყოფილი მატერიის მარად დენადი წვეთები

 ბრუქჰეივენის ნაციონალური ლაბორატორიის (აშშ) ფიზიკოსებმა, მძიმე იონების რელატივისტურ კოლაიდერში (RHIC), კვარკ-გლიუონური პლაზმის წვეთები მიიღეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება თითქმის ნულოვანი სიბლანტით (ზედენადობა) გამოირჩევა და დიდი აფეთქების დაწყების მომენტში არსებობდა (Nature Physics).

 კვარკ-გლიუონური პლაზმა არის ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა, როცა ადრონები – პროტონები, ნეიტრონები და ძლიერ ურთიერთქმედებაში მონაწილე სხვა ნაწილაკები, (ასიმპტოტურად) თავისუფალ კვარკებად და გლიუონებად (ძლიერი ურთიერთქმედების გადამტანი ბოზონი) იშლება. ეს მდგომარეობა პლაზმის ანალოგია – იონიზირებულ გაზში ბირთვები და ელექტრონები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობენ. თუმცა, პლაზმა კვაზინეიტრალური რჩება (კვაზი – რაღაც მსგავსი, თითქოს, ფსევდო), ანუ მისი ნებისმიერი ადგილის მუხტი ნულის ტოლია. ადრონებს შიგნით კვარკები ე.წ. კონფაიმენტით არის ”შეწებებული”, ხოლო ყველა კვარკის ფერი (კვანტური მახასიათებელი – არომატული კვარკები 🙂 ) ერთმანეთს აკომპენსირებს, რის გამოც ადრონული მატერია უფერო რჩება. კვარკ-გლიუონური პლაზმა კვაზიუფეროა.

 გლიუონური ძალა, რომელიც კვარკებს პროტონში აკავებს, კვარკების დაშორებით არ სუსტდება. პროტონიდან კვარკის ”ამოგლეჯის” მცდელობისას, გლიუონური ველი დამატებით კვარკ-ანტიკვარკულ წყვილს წარმოქმნის, პროტონს კი არა კვარკი, არამედ პი-მეზონი შორდება. მას ნებისმიერ მანძილზე შეუძლია მოშორდეს პროტონს, რადგან ადრონებს შორის ურთიერთქმდება დისტანციის მატებასთან ერთდ მცირდება (www.nature.com).

 კვარკ-გლიუონური პლაზმა, რომელიც ძალაინ მაღალ ტემპერატურაზე ჩნდება, თითქმის იდეალური სითხეა, რომელსაც სიბლანტე არ გააჩნია. ითვლება, რომ ის დიდი აფეთქების (რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?) დაწყების მომენტში არსებობდა და სწრაფად გაცივდა, რამაც ე.წ. ადრონიზაცია გამოიწვია – უფერო ადრონების ფორმირება ფერადი კვარკებისგან – ანტიკვარკებისა და გლიუონებისგან, რომელთა ერთმანეთისგან დაშორება, მხოლოდ ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურაზეა შესაძლებელი (რატომ არსებობს ზღვარი?).

ოქროს ბირთვების შეჯახება (RHIC).

 RHIC-ზე მომუშავე მეცნიერებმა, ოქროს ატომები და მძიმე იონები შეაჯახეს ერთმანეთს. თეორიული მოდელის მიხედვით, თუ ამ დროს ექსტრემალურად მცირე სიბლანტის მქონე კვარგ-გლიუონური პლაზმა გაჩნდა, ამაჩქარებლის დეტექტორებმა ნაწილაკთა ღრუბელი უნდა დააფიქსიროს, რომელმაც აჩქარებული იონების ”ფორმა” შეინარჩუნა. პროტონები წრიულ ”კვალს” ტოვებს, დეიტრონები (წყალბადის იზოტოპი ერთი პროტონითა და ერთი ნეიტრონით) – ელიფსურს, ჰელიუმი-3 კი — სამკუთხედს.

 ექსპერიმენტით მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ოქორს ატომებისა და იონების შეჯახების დროს დამზერილი ეფექტები ისეთია, როგორიც კვარკ-გლიუონური პლაზმის წარმოიქმნის დროს უნდა გაჩნდეს (ატომი; კოლაიდერი; მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.