ორი შორეული ასტეროიდი და მეცხრე პლანეტა

 სპექტროსკოპულ მონაცემთა ახალმა ნაკრებმა, რომელიც კანარის დიდი ტელესკოპის(Gran Telescopio CANARIAS) საშუალებით იქნა მიღებული, ნეპტუნიდან კიდევ უფრო შორს მდებარე ორი ასტეროიდის მოძრაობის დინამიკაში უჩვეულო თავისებურებები გამოავლინა. ეს თავისებურებები ხსენებული ასტეროიდების ერთნაირ წარმოშობაზე მეტყველებს და მზის სისტემის მეცხრე, იგივე Х პლანეტის საიდუმლოც შეიძლება ამოგვახსნევინოს.

 2000 წელს, მზის სისტემის ახალი კლასის ასტეროიდები იქნა იდენტიფიცირებული, ე.წ. ”ექსტრემალურად ტრანსნეპტუნური ობიექტები”(extreme trans Neptunian objects, ETNO). მზე-დედამიწას შორის მანძილი 1 ასტრონომიულ ერთეულს(1 ა.ე. = 150 000 000 კმ.) უტოლდება, ხოლო ETNO-ობიექტებამდე – 150 ა.ე.-ს. შედარებისთვის, ნეპტუნის ორბიტა 40-30 ა.ე.-ს ფარგლებში იცვლება. ასეთი დიდი მანძილი ETNO-ობიექტების ძებნასა და იდენტიფიცირებას აძნელებს. ამ მომენტისთვის, მხოლოდ 21 ასეთი ციური სხეულია ცნობილი.

 ასტრონომების მიერ წამოყენებული ჰიპოთეზის მიხედვით, ETNO-ობიექტების მოძრაობის დინამიკის თავისებურებები მეცხრე პლანეტის ზემოქმედებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომელიც დედამიწაზე მასიურია და ასეულობით ა.ე.-თი არის დაშორებული მზეს.

 მეცხრე პლანეტით, ესპანელი ასტრონომებიც დაინტერესდნენ(Instituto de Astrofisica de Canarias; Complutense University of Madrid). იდენტურად მოძრავი ორი შოერული ასტეოროიდის – 04 VN112 და 2013 RF98, სპექტრის შესწავლით მათ დაადგინეს, რომ ეს არის ორად გაყოფილი ობიექტის ფრაგმენტები, რომელიც პლუტონზე გაცილებით შორს მოძრავი პლანეტის ზემოქმედებით დანაწევრდა.

 ხსენებული ასტეროიდების ზუსტი ტრაექტორიების დადგენა საკმაოდ ძნელი საქმე აღმოჩნდა. ასეთი შორი მანძილის გამო მათი გადაადგილება ცაზე ძალიან ნელია, თან საქმეს სამიზნეების სიმკრთალეც ართულებდა. მიუხედავად ამისა, მეორედ ჩატარებული, მაღალი სიზუსტის გაზომვებით, ასტეროიდთა ძირითადი პარამეტრები და ტქაექტორია მაინც დადგინდა. გამოვლინდა შეუსაბამობაც, რომ ორივე ასტეროიდის ახლანდელი მდებარეობა, ადრე ნავარაუდევზე 1 კუთხური წუთით განსხვავებულია.

 ხილულ დიაპაზონში მიღებული სპექტროსკოპული მონაცემები, ასტეროიდების შემადგენელსა და მათი ზედაპირის მახასიათებლების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას იძლევა. 04 VN112 და 2013 RF98-ის ძირითადი პარამეტრების მნიშვნელობა, კიდევ ორი ETNO-ობიექტის – 2000 CR105 და 2012 VP113 მსგავსია, თუმცა სედნას იგივე პარამეტრებისგან განსხვავებული. ეს იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ ყევლა ETNO-ობიექტის ფორმირება, სედნას გამოკლებით, ოორტის ღრუბლის(მოკლედ მზის სისტემის შესახებ) შიგნით მოხდა, შემდეგ კი Х-ფაქტორის ზემოქმედებით იქედან ”გამოძევდა”.

 ”ჩვენს მიერ ჩატარებული მოდელირების შედეგების მიხედვით, დაახლოებით 5-10 მილიონი წლის წინათ, პლანეტამ, რომელიც დედამიწაზე 10-20-ჯერ მასიურია და მზეს 300-დან 600-მდე ა.ე.-თია დაშორებული, ერთმანეთის გარშემო მბრუნავ ასტეროიდთა წყვილი – 2004 VN112-2013 RF98, ერთმანეთს დააშორაა, რის მერეც ორივემ თავისი გზით დაიწყო მოძრაობა. ეს ზემოქმდება რომ არ არსებობდეს, მზის სისტემის კიდესთან სულ სხვანაირი სიტუაცია იქნებოდა” – ამბობს ასტროფიზიკოსი, იულია დე ლეონი(პლანეტა X მზის სისტემის კიდეზე; სად დაიმალა პლანეტა X?; ბრაზილიელი ასტრონომის აზრით ”პლანეტა-X” არსებობს; სინამდვილეში, მეცხრე პლანეტა ჯერ არ აღმოუჩენიათ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.