მყინვარების დნობის დასაწყისი

 მყინვარების გლობალური უკან დახევა(დნობა) ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო, ხოლო ამ პროცესზე ადამიანის ზეგავლენა მხოლოდ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გაძლიერდა, ამტკიცებენ ავსტრიელი მეცნიერები(Science).

 ინსბრუკის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსებმა მყინვარების ცვლილების დინამიკის თავიანთი მოდელი შეადგინეს, 1851 წლიდან 2010 წლის ჩათვლით, პლანეტის ყველა მყინვარის სრული რეესტრის(RGI) გამოყენებით. განხილვიდან მხოლოდ ანტარქტიკული გლეთჩერები(მყინვარები გაყინული თოვლით) იყო გამორიცხული.

 საწყის წერტილად მყინვარების 1851 წლის დროინდელი მდგომარეობა იქნა აღებული. მყინვარების უკან დახევა ფაქტორთა ორი ჯგუფის მიხედვით ხდებოდა: ბუნებრივი(მზიური აქტიურობის რყევა, ვულკანების ამოფრქვევა) და ანთროპოგენური(მიწათმოქმედება, სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოფრქვევა)(ანთროპოცენი თითქმის 2 მილიონი წლისაა).

 აღმოჩნდა, რომ ხსენებულ პერიოდში ადამიანის მოღვაწეობის გამო მყინვარებმა მასის მხოლოდ მეოთხედი დაკარგეს. თუმცა 1991 წლიდან დაწყებული, ანთროპოგენური ზეგავლენა იზრდება: უკვე, ყინულოვანი დანაკარგის ორი მესამედი ადამინის გამოა. სამწუხაროდ, ავსტრიელი მეცნიერების მოდელი ცალკეული რეგიონებისთვის მკაფიო წარმოდგენას ვერ იძლევა.

 მყინვარების უკან დახევა, რომელიც ახლაც გრძელდება, ზღვის დონის აწევამდე, კრიზისებამდე წყლით მომარაგებაში და გეოლოგიურ რისკებამდე მიგვიყვანს. მიუხედავად ამისა, მყინვარების დნობა მაინც უკიდურესად ნელ პროცესად რჩება, რომელიც ასწლეულების განმავლობაში გრძელდება(აისბერგი მოდის; სინათლე მეზოსფეროდან: ვერცხლისფერი ღრუბლები; ქარიშხალი და მიწისძვრა: მოკავშირეები?; მილანკოვიჩის ციკლები; არქტიკული ყინულები დედამიწას ათბობენ; უკუზემოქმედება: კლიმატის ამოფრქვევა; მუდმივი მყინვარი – გაზები ჩრდილოეთიდან; გრენლანდია დნება; მეცნიერებმა დედამიწის „დაკარგული ენერგია“ აღმოაჩინეს; ყველაზე ცხელი წლები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.