სად არის SN2014J-ს რენტგენი?

 2014 წლის იანვარშიб მეზობელ გალაქტიკაში(M82) აფეთქებული ზეახლის ელვარების მატებას დედამიწის ზედაპირზე არსებულ ობსერვატორიებში მოუთმენლად ელოდნენ. ორბიტაზე მდებარე ობსერვატორიებს უფრო მეტის თქმა შეუძლია, თუმცა რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ”ჩანდრამ” ვერაფერი დაინახა. Ia-ს ტიპის ზეახლად იდენტიფიცირებული SN2014J, თეთრი ჯუჯას მიერ მეზობელი ჩვეულებრივი ვარსკვლავიდან გადმოქაჩული მატერიის კრიტიკულ მასამდე დაგროვებით მომხდარი აფეთქება ეგონათ. ამ მოდელის მიხედვით, რენტგენის გამოსხივება მაშინ ჩნდება, როცა ზეახლის აფეთქების ტალღა თეთრი ჯუჯას გარშემო დარჩენილ გაზს ეჯახება. თუმცა, რენტგენის მსგავსი არაფერი გამოჩენილა. ზეახლის ადგილის აფეთქებამდელი და შემდგომი გადაღებებით ვერაფერი გამოვლინდა. SN2014J-გან რენტგენის განსაცვიფრებელი არ არსებობა ასტრონომებს აიძულებს განსხვავებულ მოდელებს მიმართონ, რათა გაირკვეს, რა იწვევს ასეთი ტიპის კოსმოსურ აფეთქებებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.