“მოვლენათა ჰორიზონტის ტელეკსოპი”: კენტავრი A-ს გიგანტური ჭავლები

 თავიანთ სახელთან და მახასიათებლებთან სრულ შესაბამისობაში, შავი ხვრელები პრაქტიკულად უხილავია. რომ არა ის ექსტრემალური გარემო, რომელიც მათ ახლოს წარმოიქმნება, შავი ხვრელების შესახებ ბევრი არაფერი გვეცოდინებოდა. მათ მიერ მიზიდული გაზი და მტვერი ჩქარდება, ერთმანეთს ეხახუნება, ძალიან ცხელდება და დისკოს ფორმას იძენს, რომლის ელვარე ფონზე თვითონ ხვრელის სილუეტის დანახვაა შესაძლებელი.

 პროექტში – “მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი” (Event Horizon Telescope), მონაწილე რადიოტელესკოპები, დედამიწის სხვადასხვა წერტილებზეა განლაგებული, რომლებიც ერთი ობიექტისკენ არის მიმართული (ინტენფერომეტრი) და ერთი გიგანტური ტელესკოპის აგების საჭიროებას გამორიცხავს, მგრძნობელობა და გარჩევადობის შესაძლებლობა კი თითქმის იგივე აქვს, თითქოსდა დედამიწის ზომის “თეფშიანი” ტელესკოპი გვქონდეს.

2019 წლის გაზაფხულზე, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ასტრონომებმა, ისტორიაში პირველად, ზემასიური შავი ხვრელის (პოეჰი – ჰავაიელების ენაზე – ბნელით შემკული უძირო ქმნილება. ბნელი ძალა) ფოტო გამოაქვეყნეს, უფრო სწორედ, მისი “ჩრდილი” – მოვლენათა ჰორიზონტის სილუეტი, რომელიც გამოსიხვების შარავანდედით არის გარსშემორტყმული (Event Horizon Telescope).

 2019 წლის აპრილს, “მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის” კოლაბორაციამ, საზოგადოებას პირველი პირდაპირი ფოტოები წარმოუდგინა, რომელზეც გალაქტიკა M87-ის ზემასიური ურჩხული იყო გამოსახული (შავი ხვრელის ჩრდილის ნამდვილი ფოტო).

კენტავრი A რენტგენის დიაპაზონში (“ჩანდრა”/NASA).

 ამჯერად, მეცნიერებმა სხვა ზამასიურ შავ ხვრელზე გადაიტანეს ყურადღება, რომელიც გალაქტიკა კენტავრი A-ას ცენტრში მდებარეობს. ეს 55 მილიონი მზის მასის მქონე შავი ხვრელი, არც ისე გრანდიოზულია, როგორც M87-ის 6,5 მილიარდი მზის მასის შავი ხვრელი. მთავარი განსხვავება კი იმაშია, რომ კენტავრი A აქტიური გალაქტიკაა, რომლის ცენტრიდან მატერიის გიგანტური ჭავლები ამოედინება (ე.წ. ჯეტი). ასტრონომებმა სწორედ ამ გავარვარებული ნაკადების დეტალური დათვალიერება მოახერხეს.

 ”ახალი მონაცემები საშუალებას გვაძლევს პირველად ვნახოთ და შევისწავლოთ ექსტრაგალაქტიკური რადიოჭავლები უფრო მცირე მასშტაბებში, ვიდრე მანძილი, რომელსაც სინათლე ერთ დღეში გადის. ჩვენ დეტალურად ვხედავთ მატერიის ნაკადის გაჩენას უშუალოდ უზარმაზარ შავ ხვრელთან”  – განმარტავს კვლევის ავტორი მაიკლ იანსენი.

 რადიოგალაქტიკა კენტავრი А, ჩვენს გალაქტიკასთან ყველაზე ახლოს მდებარე ლინზისებრი გალაქტიკაა. ის კენტავრის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს, დედამიწიდან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ფოტოზე ჩანს, თუ როგორ ზემოქმედებს ეს გალაქტიკა მის შემომფარგლავ მატერიასთან.

 ელვარებით ის მეხუთე ადგილს იკავებს მაგელანის ნისლეულებისანდრომედასა და გალაქტიკა სამკუთხედში მერე. ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელი, კენტავრი А-ს მძლავრი რადიოგამოსხივების ძირითადი წყაროა.

 ორი კოსმოსური ობსერვატორიის ნამუშევრების შეთავსებით, მეცნიერებმა შეძლეს ამ გალაქტიკის უნიკალური სტრუქტურის დეტალური სურათის მიღება. აღმოჩნდა, რომ კენტავრი А-ს ცენტრზე, გაზის სქელი ფენების შემცველი მასიური „იარაა“ გავლებული. ამასთან ერთად, მათ გალაქტიკის შიდა დისკოს დათვალიერებაც მოახერხეს, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ გალაქტიკური ცენტრი სივრცეში 15 000 სინათლის წლის მანძილეზე ვრცელდება. აღმოჩნდა აქამდე უცნობი, ამ გალაქტიკიდან ამომავალი ახალი ჭავლები (მაღალი სიჩქარით მოძრავი ელემენტარული ნაწილაკების ნაკადები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.