მზის სისტემა – ნეიტრონული ვარსკვლავების ოქროს მემკვიდრე

 ჩვენი მნათობის ფორმირებამდე 80 მილიონი წლით ადრე, მასთან ახლოს მომხდარმა ნეიტრონული ვარსკვლავბის შერწყმამ, მზის სისტემა ოქროსა და ურანის მსგავსი მძიმე ელემენტებით გაამდიდრა. შეჯახების ადგილზე შავი ხვრელი წარმოიქმნა, ხოლო მის გარეთ დარჩენილი ნივთიერებები ყველა მიმართულებით გაიფანტა (Nature).

 სამყაროში მძიმე ელემენტების წარმოქმნის მთავარი მექანიზმია ე.წ. r-პროცესი (r- rapid, სწრაფი), რომლის დროსაც, მსუბუქი ელემენტების ატომები, ნეიტორნების სწრაფ ჩაჭერას ახდენენ. შედეგად, ბირთვი სულ უფრო მძიმდება და არასტაბილური ხდება. ის β-დაშლას განიცდის -- ერთი ნეიტრონი, პროტონად გარდაიქმნება, ელექტრონისა და ანტინეიტრინოს გამოსხივებით. თუ ნეიტრონები ბევრია, მათი ჩაჭერა გრძელდება, შემდეგ დაშლამდე, სანამ ჩასაჭერი აღარაფერი დარჩება. ნივთიერება გაფანტვას აგრძელებს და შემდგომი ეფექტების გასაგრძელებლად მისი სიმკვრივე უკვე საკმარისი აღარ არის (ბირთვული დაშლა და სინთეზი).

 ასეთი სურათი დამახასიათებელია კატასტროფული მოვლენებისთვის, როგორიც არის ზეახლების აფეთქება და ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახება. ჩნდება უამრავი მალეშლადი რადიოაქტიური იზოტოპები ( 100 მილიონ წელზე ნაკლები ნახევრად დაშლის პერიოდით), მათ შორის აქტინოიდები კიურიუმი-247 და პლუტინიუმი-244, ასევე იოდი-129 (ნეიტრონული ვარსკვლავები შავ ხვრელად გაერთიანდა).

 მეცნიერებმა, ასეთი პროცესების მოდელირება ირმის ნახტომისთვის მოახდინეს, მასში მატერიის განაწილებისა და შემდგომი გადანაწილების გათვალისწინებით. გაირკვა, რომ დამზერად რეალობასთან მაშინ იქნებოდა მოდელირება მსგავსი, თუ მზის ფორმირებამდე, მისი ჩასახვის ადგილთან ახლოს, მოხდა ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმა. მათი მასის მეტი ნაწილი მოვლენათა ჰორიზონტის იქეთ მოხვდა, ნაწილი კი კოსმოსში გაიფრქვა. უამრავი რაოდენობით წარმოქმნილი კიურიუმი და პლუტონიუმი დაიშალა, მზის სისტემის 0,3% მასის ნარჩენი ელემენტების სახით. შეჯახება, სავარაუდოდ, მომავალი მზის სისტემის ფორმირების (ჰიპოთეზა გაზისა და მტვრის დისკოს შესახებ) ადგილიდან 300 პარსეკში (980 სინათლის წელი) მოხდა, მზის გაჩენამდე 80 მლნ. წლით ადრე (მზის სისტემამდე რა იყო აქ?; ისევ კოსმოსური ოქროს შესახებსად დაიკარგა კოსმოსური პლუტონიუმი?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.