სად დაიკარგა კოსმოსური პლუტონიუმი?

 მენციერებმა ოკეანის ფსკერიდან ამოღებული კოსმოსური მტვერი შეისწავლეს, რომლის სავარაუდო წყარო ზეახალი ვარსკვლავების აფეთქება უნდა იყოს. კვლევის მიზანი იყო დაედგინათ, რა რაოდენობის მძიმე ელემენტები ჩნდება ასეთი აფეთქებების დროს.

 შორეული აფეთქებებიდან გამოტყორცნილი მტვრის მცირე ნაწილი, გალაქტიკაში მოგზაურობისას, დედამიწაზეც ილექება. მკვლევარებმა 25 მილიონი წლის წინათ დალექილი გალაქტიკური მტვერი შეისწავლეს. შემცველობა ისეთი მძიმე ელემენტებისა, როგორიცაა პლუტონიუმი და ურანი, იმაზე გაცილებით მცირე აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

 ზეახალი ვარსკვლავების აღმწერი თეორიის მიხედვით, სწორედ ზეახლები არიან ადამიანისთვის აუცილებელი ისეთი ელემენტების წყარო, როგორიცაა რკინა, კალიუმი და იოდი. ეს ელემენტები მთელს გალაქტიკურ სივრცეშია გაფანტული. ზეახლები ასევე წარმოქმნიან ტყვიას, ვერცხლს, ოქროსა და რადიოაქტიურ ელემენტებს – ურანი, პლუტონიუმი.

 კვლევის ხელმძღვანელის თქმით – ”ჩვენ, პლუტონიუმ-244 შევისწავლეთ, რომლის ნახევრადდაშლის პერიოდი 81 მილიონ წელს უტოლდება(ბირთვული დაშლა და სინთეზი). მისი რაოდენობა მოსალოდნელზე 100-ჯერ მცირე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ზეახლები არ წარმოადგენენ მძიმე ელემენტების წყროს. მათ წარმოსაქმნელად უფრო მძლავრი აფეთქებებია საჭირო, მაგალითად, ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმა. პლუტონიუმი ფაქტიურად აღარ არის, ხოლო დედამიწის ბირთვის გამაცხელებელი ურანი და თორიუმი ისევ გვხვდება, გამოდის, რომ ეს უკანასკნელნი ზეახლის ახლო აფეთქებით მოხვდნენ ჩვენს პლანეტაზე(ვარსკვლავის კოლაფსის მოდელირება – 500 ტერაბაიტი და მხოლოდ 200 მილიწამი; ნეიტრონული ვარსკვლავები შავ ხვრელად გაერთიანდნენ; ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ)(თქვენი სახლი კოსმოსური მტვრით არის სავსე).

2 comments

  1. ისე, ეგეც პრობლემაა, ნასაც კი რუსულ პლუტონიუმს იყენებს, მაგრამ აქ სხვა პლუტონიუმზეა საუბარი…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.