მარსულ თანამგზავრებს საშიშროება ემუქრებათ…

 კომეტა ISON-ი, რომელმაც მზესთან შეხვედრა ვერ გადაიტანა(Icarus), ასტრონომები გააწბილა, თუმცა ისინი მოსაწყენად მაინც ვერ მოიცლიან: მალე, დედამიწასთან და მარსთან ახლოს, ახალი სტუმარი გამოჩნდება. ამჯერად სხვა კომეტა შეიძლება იქცეს „საუკუნის კომეტად“, ის, მარსის ზედაპირთან გაცილებით ახლოს მივა, ვიდრე რომელიმე სხვა აქამდე ცნობილი კომეტა მისულა დედამიწასთან. ისეთი მეტეორიტული წვიმა იქნება, რომ იქ მყოფი ორბიტალური თანამგზავრები საფრთხის ქვეს შეიძლება აღმოჩნდნენ(მარსის ორბიტალური მზვერავები).

 კომეტა C/2013 A1 ობსერვატორია საიდინგ-სპრინგსის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს(სამხრეთ უელსი, ავსტრალია).  მან მარსის ორბიტა 2014 წლის 19 ოქტომბერს უნდა გადაკვეთოს. თავიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ის პლანეტას შეეჯახებოდა, თუმცა შემდგომმა გამოთვლებმა ეს ვარიანტი გამორიცხეს. მიუხედავად ამისა ინტრიგა მაინც ნარჩუნდება.

 კოსმოსური მოგზაური მარსს 89-173 ათასი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება(შედარებისთვის, 1770 წელს კომეტა დედამიწას 3,5 მლნ. კმ-ს მანძილზე მიუახლოვდა). ასეთ დისტანციაზე კომა – მტვრისა და გაზის ღრუბელი, რომელსაც კომეტა  წარმოქმნის, ასეულობით ათას კილომეტრზე ვრცელდება, მასში მთლიანად პლანეტა, მისი ბუნებრივი და ხელოვნური თანამგზავრები შეიძლება მოექცნენ(მარსი).

 ბილ კუკი და მისი თანამშრომლები, მარშალის სახელობის კოსმოსური ფრენების მართვის ცენტრიდან(NASA), ასკვნიან, რომ მაქსიმალური მიახლოების 2 საათის განმავლობაში კოსმოსური მტვრის სიმკვრივე 1-10 ათსჯერ გადააჭარბებს დაბალი, დედამიწის მახლობელი ორბიტის მაჩვენებელს. ინდური აპარატი „მანგალიანი“ და ამერიკული „მავენი“ მარსზე ხსენებულ თარიღზე ადრე მიაღწევენ. „ნებისმიერი დიდი ნაწილაკი, მოძრავი კომეტის სიჩქარით, კოსმოსური აპარატებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს“ – აღნიშნავს ბრიუს იაკოვსკი, პროექტ „მავენის“ თანამშრომელი.

 „მავენი“ საკმაოდ გამძლე აპარატია, თუმცა იანკოვსკი და მისი კოლეგები გაფრთხილებას სრული სერიოზულობით უდგებიან და რისკების შეფასებას ახდენენ, რათა აუცილებელი ზომები იქნას მიღებული.

 მარსის ზედაპირზე მდებარე აპარატებს საფრთხე არ ემუქრებათ, პირიქით, ისინი შთამბეჭდავი შოუს მოწმეები გახდებიან. კომეტის მტვერი მარსიის ცას აანთებს: გამოთვლების მიხედვით, მეტეორიტული „წვიმის“ ინტენსიურობა რამდენიმე მილიონი მეტეორიტი იქნება საათში.

 მარკ ლემონი ტეხასის უნივერსიტეტიდან A&M(ა.შ.შ.) იმედოვნებს, რომ მარსმავლები „ცნობისმოყვარეობა“ და „ოპორტუნიტი“ არა მარტო ლამაზ ფოტოებს გადაიღებენ, არამედ ამ პროცესის შედეგად გაჩენილ რადიოტალღებსაც გაზომავენ, რაც მარსის იონოსფეროს შესწავლაში წინ წაგვწევს.

 „საშუალება რომ იყოს, ამ მომენტისთვის მარსზე ყოფნაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს“ – ამბობს კუკი(სხვა “წვიმები“).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.