მარსი ოპოზიციაში გადადის

 პლანეტაზე დასაკვირვებლად საუკეთესო დროა, როცა ის ზუსტად მზის საწინააღმდეგო მხარესაა (ოპოზიცია, პირისპირდგომა). ასტრონომიაში ეს ნიშნავს, რომ პლანეტა და მზე, დედამიწის საპირისპირო მხარეებზეა. დამკვირვებლისთვის, ოპოზიციის დროს, პლანეტა ჩვეულებრივზე დიდი და კაშკაშაა. 2025 წლის 16 იანვარს, წითელი პლანეტა მარსი, ოპოზიციის წერტილს მიაღწევს.

 მარსი, ტყუპების თანავარსკვლავედშია, ერთ ხაზზე გამწკრივებული ვარსკვლავ კასტორთან და პოლუქსთან ერთად. მზის ჩასვლისას, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჰორიზონტს მაღლა იწევს და შუაღამისას, სამხრეთ ცის უმაღლეს წერტილს მიაღწევს. პლანეტის ხილული დიამეტრია 14,6 კუთხური წამი. შეასაძლებელია გარკვეული დეტალების დამზერა ტელესკოპით (ყინულოვანი ჩრდ. პოლუსი), რომლის აპერტურა 100 მმ. და მეტია. მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 96,3 მილიონ კილომეტრს გაუტოლდება.

 2020 წლის 13 ოქტომბერი, მარსის დიდი პირისპირდგომა. ავტორი: დავით დვალი. ბაზალეთი.

 პლანეტათა ორბიტები ელიფსურია, ამიტომ ოპოზიციის დროს, დედამიწასა და მარსს შორის მანძილი განსხვავებულია, რაც უფრო მცირეა ეს მანძილი, მით უფრო კაშკა და დიდია პლანეტა. მინიმალური მოახლოებისას კი ხდება ე.წ. დიდი პირისპირდგომა (15-17 წელიწადში ერთხელ). პირისპირდგომის მომენტი ყოველთვის რეტროგრადული მოძრაობის დაწყების შუა მონაკვეთს ემთხვევა (დედამიწა ასწრებს მარსს – პლანეტების მოძრაობა ცის თაღზე). ამ დროს, მარსის ერთი მხარე მთლიანად არის განათებული, ხოლო მისი ფაზების თვალით შემჩნევა შეუძლებელია (რომელი პლანეტები გვეჩვენება ყველაზე დიდად დედამიწიდან?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.