მარსი ოპოზიციაში გადადის

 პლანეტაზე დასაკვირვებლად საუკეთესო დროა, როცა ის ზუსტად მზის საწინააღმდეგო მხარესაა (ოპოზიცია, პირისპირდგომა). ასტრონომიაში ეს ნიშნავს, რომ პლანეტა და მზე, დედამიწის საპირისპირო მხარეებზეა. დამკვირვებლისთვის, ოპოზიციის დროს, პლანეტა ჩვეულებრივზე უფრო დიდი და კაშკაშა ჩანს. 2022 წლის ბოლოს, წითელი პლანეტა მარსი, ოპოზიციას მიაღწევს (8 დეკემბერი).

 მარსი, კუროს თანავარსკვლავედშია და რეტროგრადულად მოძრაობს. ჩანს მთელი ღამის განმავლობაში, 8 დეკემბერს შედის მზესთან ოპოზიციაში. პლანეტის სიკაშკაშეა -1,7m, ხოლო ხილული დიამეტრი – 17 კუთხური წამი. შეასაძლებელია გარკვეული დეტალების დამზერა ტელესკოპით, რომლის აპერტურა 100 მმ. და მეტია. მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 81,7-დან, 83,2 მლნ.კმ.-მდე იზრდება.

2020 წლის 13 ოქტომბერი, მარსის დიდი პირისპირდგომა. ავტორი: დავით დვალი. ბაზალეთი.

 პლანეტათა ორბიტები ელიფსურია, ამიტომ ოპოზიციის დროს, დედამიწასა და მარსს შორის მანძილი განსხვავებულია, რაც უფრო მცირეა ეს მანძილი, მით უფრო კაშკა და დიდია პლანეტა. მინიმალური მოახლოებისას კი ხდება ე.წ. დიდი პირისპირდგომა (15-17 წელიწადში ერთხელ). დაისის დროს ამოდის და აისის დროს ჩადის. პირისპირდგომის მომენტი ყოველთვის რეტროგრადული მოძრაობის დაწყების შუა მონაკვეთს ემთხვევა (დედამიწა ასწრებს მარსს – პლანეტების მოძრაობა ცის თაღზე). ამ დროს, მარსის ერთი მხარე მთლიანად არის განათებული, ხოლო მისი ფაზების თვალით შემჩნევა შეუძლებელია (რომელი პლანეტები გვეჩვენება ყველაზე დიდად დედამიწიდან?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.