მანგალა

 ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტომ (ESA), მანგალას სახელით ცნობილი რეგიონის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც, ერთ დროს, მარსზე მომხდარი წყალდიდობის კვალია წარმოდგენილი. ფოტოები 2015 წლის 12 ივლისს, მარსის ორბიტალურმა თანამგზავრმა – “მარს ექსპრესმა” (ESA) გადაიღო (esa).

 გამოსახულებაზე, დამშრალი ხეობა მანგალაა (მარსი სანსკრიტზე) წარმოდგენილი, რომელიც პროვინცია ფარსიდას სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ფარსიდა, უზარმაზარი ვულკანური წარმოშობის მთიანეთია, ეკვატორთან ახლოს, მარინერის დასავლეთით.

mangala erodirebuli
ეროდირებული კრატერი (3D).

 პლანეტოლოგთა ვარაუდით, ხეობის ლანდშაფტი მიწისქვეშა ყინულებითა და მათი გამადნობელი ვულკანების ზემოქმდებით არის ფორმირებული. მდინარეთა კალაპოტები, ხეობის რელიეფზე გამდინარე თხევადმა წყალმა წარმოქმნა (მარსის წყლიანი წარსულის საიდუმლო).

 მანგალას ასაკი 3,5 მილიარდი წელია, ხოლო ახალნდელი სახე მან დაახლოებით რამდენიმე ასეული მილიონი წლის წინათ მიიღო. ხეობასთან ახლოს, ფერსიდას ტერიტორიაზე, ჩამქრალი ვულკანი ოლიმპო (”მანგალიანმა” ოლიმპო გადაიღო) მდებარეობს – სიმაღლით მეორე მთა მზის სისტემაში, ვესტას რეიასილვიას მერე.

 ”მარს-ექსპრესი”, დასაშვები მოდულით მასზე – ”ბიგლი 2” (მარსის ორბიტალური მზვერავები), მარსისკენ 2003 წელს გაიგზავნა. ამ მისიამ წითელი პლანეტის სამხრეთ პულუსის ყინულოვანი ქუდი და ატმოსფერული მეთანი (”ცნობისმოყვარეობამ” მეთანის კვალი ვერ აღმოაჩინა) აღმოაჩინა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.