დიდი კანიონი მარსზე

 მზის სისტემის ყველაზე ღრმა კანიონმა(მარინერი) მარსის ზედაპირი ორ ნაწილად გაყო. მისი სიგრძე 3000 კმ.-ზე მეტია, სიგანე 600 კმ. ხოლო სიღრმე 8 კმ. შედარებისთვის, არიზონას დიდი კანიონი სულ 800 კმ.-ის სიგრძისაა, სიგანე 30 კმ. სიღრმე კი 1,8 კმ.

 მარინერის წარმონაქმნის ბუნება დღემდე დაუდგენელი რჩება. ლიდერობს ჰიპოთეზა, რომ ეს არის უზარმაზარი ბზარი, წარმოქმნილი მილიარდობით წლის წინ პლანეტის გაცივებისა და გამყარების დროს. კანიონის მმიდამოებში გარკვეული გეოლოგიური პროცესებია შემჩნეული. დღევანდელი სურათი მოზაიკაა, შედგენილი 100-ზე მეტი ფოტოთი, რომლებიც საპლანეტათშორისო თანამგზავრმა „ვიკინგმა“ 1970 წელს გადაიღო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.