მაგნეტარი ირმის ნახტომის ცენტრთან

mshvild a gazs shtantqavs ასტრონომებმა ჩვენი გალქტიკის ზემასიური შავი ხვრელის მახლობლად მაგნეტარი შეამჩნიეს. ადრე ასეთი წყვილების აღმოცენა ვერ ხერხდებოდა, თუმცა დიდი ხანია ეძებდნენ – მაგნეტარი გალქტიკის ცენტრში დრო-სივრცის გამრუდების ეფექტების უკეთ შესწავლის საშუალებას იძლევა(Nature).
ინფრაწითელ დიაპაზონში ჩატარებული დაკვირვებების მიხედვით, რომლებიც ჰავაის კუნძულებზე არსებული კეკის ობსერვატორიაში ჩატარდა, ღრუბლის შიგნით(სახელად G2) შეიძლება ვარსკვლავი იმალებოდეს, თუმცა დაფიქსირებული რადიოგამოსიხვების წყარო ის ვერ იქნება. NuSTAR-იდან მიღებული მონაცემები პულსარზე მიუთითებენ, 4 მაისს მისი მაგნეტარობა დადასტურდა – ნეიტრონული ვარსკვლავი ანომალურად ძლიერი მაგნიტური ველით. სწორედ მაგნიტური ველის ენერგიით ახდენს პულსარი მკაცრი პერიოდულობების რადიო და რენტგენის სხივების სერიების გამოშვებას(კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები).
ზემასიურ შავს ხვრელებს მინიმუმ ასეულობით მზის მასა გააჩნიათ, ყველაზე უფრო დიდებს კი ათეულ მილიარდჯერ მეტიც(ყველაზე დიდი ზემასიური შავი ხვრელი?!). ასეთმა მასიურმა ობიეტებმა დრო-სივრცის მნიშვნელოვანი გამრუდებები უნდა გამოიწვიონ, თუმცა ამ ეფექტებზე დაკვირვება ხვრელზე ვარდნილი გაზებით არის გაძნლებული. ელვარე ანთებების ახლოს მდებარე წყარო, დროის ცნობილი ინტერვალებით, ასტროფიზიკოსებს ფარდობითობის თეორიის მიერ ნაწინასწარმეტყველევი, ძლიერ გრავიტაციულ ველში დროის შენელების ეფექტზე დაკვირვების შესაძლებლობას მისცემს.
mshvild a gazs shtantqavs მაგნეტარი, ხვრელის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობისას, მაქსიმალური დაშორების მომენტში ამ ანთებებს მეტი ინტერვალით უნდა იძლეოდეს, ასეთი ცვლილებები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, თუმცა ასეთი მიზანი მეცნიერებს არც ჰქონიათ(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ; ირმის ნახტომის ზემასიური შავი ხვრელი გააქტიურდა).

2 comments

  1. შესაძლებელია თუ არა მაგნეტარი შავ ხვრელად გადაიქვეს?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.