კომეტების გასანადგურებელი კონვეიერი ახლო პლანეტურ სისტემაში

 ნახშირჟანგის ღრუბელი, რომელიც რადიოტელესკოპებმა ჩვენიდან 60 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავთან აღმოაჩინა, იმაზე მეტყველებს, რომ იქაურ კომეტებს რაღაც სხეული ერთმანეთთან ხშირ შეჯახებებს აიძულებს(University of Cambridge).

 სკულპტორის ბეტა, ახალგაზრდა ვარსკვლავია, მზიდან 63 სინათლის წლის მანძილზე, ცნობილია როგორც ერთი პლანეტის მფლობელი – ერთგვარი ”სუპერიუპიტერის”, ჩვენ იუპიტერზე ათჯერ მძიმე. სკულპტორის b-დან ვარსკვლავ სკულპტორის ბეტამდე მანძილი 1,2 მლრდ. კილომეტრს უტოლდება, რაც ჩვენს სისტემაში იუპიტერსა და სატურნს შორის არსებულ დისტანციას შეესაბამება.

 პლანეტის გარდა, სისტემაში ნამსხვრევების დისკოც არის, რომლის სიმკვრივე საკმაოდ მაღალია და ახლახად დამთავრებულ პლანეტების წარმოქმნელ პროცესებზე მიუთითებს.

 ასტრონომთა ჯგუფმა, ბილ დენტის ხელმძღვანელობით(ევროპის სამხრეთული ობსერვატორია), გამოიყენა რა რადიოტელესკოპი ALMA, ამ დისკოში ნახშირჟანგის კომპაქტური ღრუბელი აღმოაჩინა. ელვარე ვარსკვლავთან ახლოს მდებარე ასეთმა ღრუბელმა დიდი ხანი ვერ უნდა იარსებოს, ულტრაიისფერი გამოსხივება მის მოლეკულებს უბრალოდ გახლეჩს. იმის გათვალისწინებით, რომ სისტემის ასაკი 20 მლნ. წელი, აშკარაა, რომ ეს ან ერთჯერადი შეჯახების შედეგია, ან რაღაც მუდმივად მიმდინარე მოვლენებით იკვებება.

 რამ შეიძლება ეს ნახშირჟანგი გააჩინოს? ახალგაზრდა პლანეტურ სისტემაში, ასეთი გაზის ყველაზე უფრო დიდი წყარო, ყინულოვანი ობიექტების შეჯახებები უნდა იყოს, იგივე კომეტების, ან უფრო დიდების, პლანეტოშენადედებამდეც კი.

 დაკვირვებებით, გაზის რაოდენობა გამოვლინდა, რომელიც კომეტურ ვერსიას ვერ ეწყობა: გამოდის, რომ სისტემაში სკულპტორის ბეტა, შეჯახებების გამო ყოველ ხუთ წუთში ერთი დიდი კომეტა უნდა იშლებოდეს, თან განუწყვეტლივ, ასეულობით ათასი წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, იქაური კომეტების რაოდენობა წარმოუდგენლად დიდია. ასეთ შემთხვევაშიც, ამ პერმანენტული კომეტური ”ომების” პროვოცირებისთვის დამატებითი ფაქტორია საჭირო.

kometebis gamanadgyrebeli konveiri
ნახშირჟანგის ღრუბელი(მაღლა, მარჯვნივ) სისტემაში სკულპტორის ბეტა რადიოტელესკოპების თვალით.  ჯერჯერობით ვერ აღმოჩენილ ჰიპოთეტურ პლანეტას(დაახლოებით 50 ა.ე. დისტანციაზე მნათობიდან) ასეთი ღრუბლის გაჩენა საპირისპირო მხარეს შეუძლია, თუმცა მეორე ღრუბლის აღმოჩენა მომავლის საქმეა.

 საქმე ისაა, რომ ღრუბელი საკმაოდ უჩვეულო ადგილზეა – 13 მლრდ. კილომეტრის მანძლიზე ვარსკვლავიდან, სამჯერ შორს, ვიდრე ნეპტუნსა და მზეს შორის მანძილი. აქ რომ ინტენსიური შეჯახებები მიმდინარეობდეს, ახლოს მდებარე პლანეტის ზეგავლენაა საჭირო.

 ასტრონომები ორი შესაძლო სცენარის შესახებ საუბრობენ: ან სატურნის ზომის პლანეტა იზიდავს ამ მონაკვეთისკენ კომეტურ ღრუბელს, ახლო გარემოში კომეტების გასანადგურებელი კონვეიერის მოწყობით, ან არა ხანგრძლივი პროცესის შედეგებს ვხედავთ, არამედ ორი ყინულოვანი პლანეტოშენადედის ერთჯერად შეჯახებას, რომელთა ზომები მარსისას უტოლდება.

 რომელი ჰიპოთეზაც არ უნდა იყოს მართებული, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სკულპტორის ბეტასთან კიდევ ერთი ან რამდენიმე პლანეტის აღმოჩენას შეძლებენ(მტვრის „ხაფანგი“: კომეტების აკვანი; კომეტები ვეშაპის თანავარსკვლავედში; უცხო კომეტები, როგორც ჩვენები; ყინულოვანი შტორმი მეზობელი ვარსკვლავის სისტემაში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.