ა.შ.შ-ს საჰაერო ნაოსნობისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ნაციონალურმა სააგენტომ (NASA), გალაქტიკა კენტავრი A-ს რენტგენის დიაპზონში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ასეთივე ტიპის უამრავი ფოტოსგან არის შედგენილი. კოსმოსური ობსერვატორიის – ”ჩანდრა”, საშაულებით გადაღებები 1999 წლის 5 დეკემბრიდან, 2012 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით ტარდებოდა. NASA-ს განცხადებით, კენტავრი A-ს სურათებზე არის მონაცემები, რომლებიც 9 დღის, 13 საათისა და 57 წუთის დაკვირვებების ექვივალენტურია.
მიღებულ გამოსახულებაზე წითელი, მწვანე და ცისფერი – დაბალი, საშუალო და მაღალი ენერგიის რენტგენის გამოსხივებას აღნიშნავეს. კენტავრი A-ს ახალ სურათზე (როგროც ძველზე) კარგად ჩანს გიგანტური წარმონქმნი – ჭავლი (“ჯეტი”), რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან დიაგონალურად მაღლა და მარცხნივ არის მიმართული.
გამოსახულება, კენტავრი A-ს შემომფარგლავ, მტვროვან ზოლსაც გვიჩვენებს. მეცნიერთა ვარაუდით, მტვროვანი ზოლი, სხვა, პატარა ზომის გალქტიკასთან მილიონობით წლის წინათ მომხდარი შეჯახებით წარმოიქმნა. ამ გალაქტიკის ზომა 58 ათასი სინათლის წელია.
კენტავრი A ლინზისმაგვარი გალაქტიკაა, პოლარული რგოლით, მდებარეობს კენტავრის თანავარსკვლავედში (1), დედამიწიდან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ის, რადიო გამოსხივების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი წყარო და უახლოესი აქტიური გალაქტიკაა (მძლავრი მძლავრები; გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა).