მძლავრი მძლავრები

 ულტრამძლავრი რენტგენის წყაროები (Ultraluminous X-ray Source, ULX), რენტგენის გამოსხივების წერტილოვანი წყაროებია, რომელთა ბუნება ბოლომდე არ არის გარკვეული. საქმე იმაშია, რომ მათი ნათობა (ანუ დროის გარკვეულ ინტერვალში გამოსხივებული ენერგია) შორეული კვაზარების ნათობასთან შედარებით ძალიან მცირეა, თუმცა დიდი ვარსკვლავებთან და რელატივისტურ სისტემებთან (ვარსკვლავი-ხვრელი ან ვარსკვლავი-ნეიტრონული) შედარებითაც.

 რენტგენის ულტრამძლავრი წყაროები, ალბერტ აინშტაინის სახელობის ერთ-ერთი პირველი კოსმოსური ობსერვატორიის საშუალებით ოთხმოციან წლებში აღმოაჩინეს. დღეისათვის, მისიებმა ”XMM-ნიუტონი” და ”ჩანდრა”-მ ULX-ის კანდიდატთა რაოდენობა რამდენიმე ასეულამდე აიყვანა.

 ეს წერტილოვანი ობიექტები შედარებით ახლო გაქტიკებში დაიმზირება, ან მათზე არის პროექცირებული. თუ ისინი ნამდვილად გალაქტიკებს ეკუთვნის, რომლებშიც ისინი მოჩანს, მაშინ ასე თუ ისე, ამ გალქტიკის ვარსკვლავურ დასახლებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. თუმცა ამ ULX-წყაროების ნათობა რამდენიმე რიგით მეტია ნებისმიერ ტიპიურ ვარსკვლავზე ან რელატივისტურ ვარსკვლავურ სისტემაზე. ეს, ვარსკვკლავების ევოლუციის თანამედროვე თეორიებისთვის ნამდვილი გამოწვევაა, რადგან გამოსხივების მძლავრი წყაროს გაჩენა ადვილი არაა, მიზეზთა გამო, რომლებსაც ფუნდამენტური ხასითი გააჩნია.

 საქმე იმაშია, რომ ფოტონების ნაკადი (სინათლე), წნევით მოქმედებს ზედაპირზე, რომელსაც ეცემა (ანათებს). თუ წარმოვიდგენთ, რომ ვარსკვლავის სიღრმეებში სინათლის კვანტების ძალიან დიდი რაოდენობით წარმოქმნა დაიწყო, მაშინ გარკვეულ მომენტში მათი წნევა გადაძლევს ვარსკვლავის გრავიტაციულ შეკუმშვას, რომელიც მნათობს დაშლისაგან იცავს. ანუ, ვარსკვკლავი ზედმეტად ელვარე ვერ იქნება. ნათობის ზედა ზღვარი (ედინგთონის ნათობა (ცრუ ზეახალი Eta Carinae)) მასის პროპორციულია და მზის ტიპის ვარსკვლავისთვის ათასჯერ მცირეა, ვიდრე ULX-წყაროების დამზერადი ნათობა. ამის გამო ეს უკანასკნელნი ვარსკვლავები ნამდვილად არ არიან.

 მათი გაჩენის სხვა შესაძლო სცენარი შემდეგშია, ჩვენ საქმე ორმაგ სისტემასთან შეიძლება გვქონდეს, რომელშიც ჩვეულებრივი ვარსკვლავის მატერია, კომპაქტურ ობიექტზე გადაედინება, მაგალითად, შავ ხვრელზე. თუმცა, აქაც ზღვართან გვაქვს საქმე და თუ ჩვენ ULX-წყაროების ახსნა ასეთნაირად გვინდა, მაშინ მათი გამოსხივების არაერთგაროვნება უნდა ვივარაუდოთ, ან შესაბამისი შავი ხვრელის ძალიან დიდი მასა. ძალიან დიდი – მზისაზე ათეულ ათასობითჯერ მეტი. ასეთ ობიექტებს შუალედური მასების შავ ხვრელებს უწოდებენ. მათი არსებობა გალაქტიკათა ცენტრებში (მათ შორის ირმის ნახტომშიც) მდებარე ზემასიური შავი ხვრელების ბუნებასაც ადვილად ასახსნელს გახდიდა, ასევე სამყაროს პირველი ვარსკვლავების შესახებ არსებული წარმოდგენების გადამოწმების საშუალებასაც მოგვცემდა. თუმცა, სარწმუნო მტკიცებულებები შუალედური ხვრელების არსებობის შესახებ დღემდე არ გაგვაჩნია, მათთან ერთად კი ULX-წყაროებისაც.

 ULX-წყაროების თეორიებიდან რომელია უფრო მართებული, სხვადასხვა მეთოდებით ჩატარებული დეტალური დაკვირვებებით გაირკვევა. ბოლო მონაცემებით, ძალიან დიდი ტელესკოპით ოთხ ULX-წყაროზე დაკვირვებისას დადგინდა, რომ სამი მათგანი კვაზარია – გალაქტიკის აქტიური ბირთვი, რომელთა ენერგიულ ნათობას ზემასიური შავი ხვრელი განაპირობებს. მათი გამოსახულებები გალაქტიკებზე აღმოჩნდა პროექცირებული, სინამდვილეში კი ისინი სულ სხვაგან მდებარეობს.

 რაც შეეხება მეოთხე ობიექტს, როგორც ჩანს, ის ULX-წყაროა. თუ ახალი ნამუშევარი დამტკიცდა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ULX-წყაროების კანდიდატობის ნაწილი სინამდვილეში, კვაზარები აღმოჩნდეს, რომელთა ბუნება, ზოგადად, ჩვენთვის ცნობილია. ანუ ჭეშმარიტი ULX-წყარო უფრო იშვითი მოვლენაა, ვიდრე ითვლებოდა, ამიტომ ეს მათი წარმომავლობის ახსნაზე პრედენდენტ თეორიებს მნიშვნელოვან მოთხოვნებს უწესებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.