ირმის ნახტომის ცენტრის მკაფიო გამოსახულება

 რადიო ტელესკოპი MeerKAT, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარეობს. ის ოფიციალურად 13 ივლისს გაიხსნა და უკვე, ჩვენიდან 25 ათასი სინათლის წლის იქეთ მდებარე ირმის ნახტომის ცენტრი, წარმოუდგენელი დეტალიზაციით გადაიღო.

 MeerKAT ჯერ კიდევ 2016 წელს ამუშავდა(ახალი მეგა რადიოტელესკოპი), თუმცა მაშინ მის განკარგულებაში მხოლოდ 16 ანტენა იყო, ახლა კი კიდევ 48 დაემატა. MeerKAT ყველაზე უფრო დიდი და მაღალი მგრძნობელობის რადიო ტელესკოპია სამხრეთ ნახევარსფეროში(რადიო ობსერვატორია ALMA). მას სამხრეთ აფრიკის რადიო ასტრონომიული ობსერვატორია(SARAO) მართავს და ანტენათა კვადრატულ კილომეტრიანი მასივის პროექტის პირველი ნაწილია(ყველაზე სწრაფი ტელესკოპი).

SARAO-ს წამყვანი სპეციალისტი ფერნანდო კამილომ, ახალი ტელესკოპით მიღებული გამოსახულების დემონსტრირება მოახდინა. გაზისა მტვრის სქელი ღრუბლების გამო, ხილულ დიაპაზონში ჩვენი გალაქტიკის ცენტრის დანახვა ძალიან ძნელია, ამიტომ მას რადიო დიაპაზონით იკვლევენ(მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).

 პანორამული სურათი 1000/5000-ზე სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს. ფერებით კი სიგნალის სიძლიერეა ნაჩვენები: წითელი – სუსტი გამოსხივება, ყვითელი და თეთრი – მაღალი ინტენსიურობის სიგნალი.

 გამოსახულების ყველაზე ელვარე ნაწილი, გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის შემომფარგლავი სივრცეა(მშვილდოსანი A). სხვა ნათელი წერტილიები კი ზეახლების ნარჩენები და ვარსკვლავთ წარმომქნელი რეგიონებია, რომელთაგან ზოგის გადაღება საერთოდ ვერ ხერხდებოდა. გარდა ამისა, ჩანს ე.წ. ფილამენტების(კაშკაშა ვერტიკალური “ძაფები” ფოტოზე(1)) გამოსხივებაც. ეს წარმონაქმნები 1980-იან წლებში აღმოაჩინეს, დაიმზირება ზემასიურ შავ ხვრელთან ახლოს, სხვაგან არსად მთელი გალაქტიკის მასშტაბით, მათი ბუნება დაუდგენელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.