ირმის ნახტომის ევოლუცია სხვა გალაქტიკების მიხედვით

 მეცნიერებმა „ჰაბლი“ 400 გალაქტიკის შესასწავლად გამოიყენეს, რომლებიც ჩვენს გალაქტიკას ჰგვანან, იმის გათვალისწინებით, როგორ გამოიყურებოდნენ ევოლუციის სხვადასხვა სტადიებზე 11 მილიარდი წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ირმის ნახტომმა, როგორც ჩანს, არსებობა სუსტად მანათობელი, მოცისფრო, დაბალი მასის ობიექტის სახით დაიწყო, რომელიც დიდი რაოდენობით გაზს შეიცავდა. გაზი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების მთავარი კომპონენტია, ხოლო ცისფერი ამ პროცესების აქტიურობაზე მიუთითებს.

 ასევე გაირკვა, რომ ირმის ნახტომი, შესაძლებელია, ბრტყელი დისკო იყო ბალჯით(ამობურცულობა) შუაში. ისინი ერთდროულად იზრდებოდნენ და გრანდიოზული სპირალი წარმოქმნეს, რომელიც ახლაც არსებობს. მზე და დედამიწა დისკოში არიან, ხოლო ბალჯი ხნიერი ვარსკვლვებით არის სავსე. ცენტრში ზემასიური შავი ხვრელია(მშვილდოსნის A), რომელიც, ალბათ, გალაქტიკასთან ერთად იზრდებოდა.

 „ჩვენ ამოვირჩიეთ გალაქტიკები, რომლებიც მილიარდობით სინათლის წლის მანძილებზე იმყოფებიან, ისინი ისეთ გალაქტიკებად განვითარდებიან, როგორიც ირმის ნახტომია. ჩვენი გალაქტიკის „უნცროსი ძმების“ კვლევით, ჩვენ გავარკვიეთ, რომ მისი ვარსკვლავების 90 პროცენტი 11 მლრდ-დან 7 მლრდ-მდე წლის ინტერვალში წარმოიქმნენ, ასეთი დასკვნები კი პიველად გაკეთდა“ – ამბობს კვლევის ერთ-ერთ ხელმძღვანელი პიტერ ვან დოკუმი, იელის უნივერსიტეტიდან.

 „ჰაბლის“ მიერ გადაღებული ფოტოების მაღალი გარჩევადობის ხარჯზე, მეცნიერებმა შეძლეს გაეგოთ, როგორ იცვლებოდა ირმის ნახტომის სტრუქტურა დროთა განმავლობაში. ვარსკვლავური ფორმაციის პიკზე, როცა სამყაროს ასაკი 4 მლრდ. წელს უტოლდებოდა, ირმის ნახტომის მსგავს გალაქტიკებში, წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 15 ვარსკვლავი იბადებოდა. შედარებისთის ეს მონაცემი ახლა ერთ ვარსკვკლავს უტოლდება წელიწადში.

 იმისათვის, რომ ერთმანეთისგან ასეთ მანძილებზე დაშორებული გალაქტიკები შეესწავლათ, მკვლევარებმა „ჰაბლის“ სამი ძირითადი პროგრამა გამოიყენეს: 3D-HST დამზერა, ინფრაწითელ დიაპაზონში ექსტრაგალაქტიკური დამზერა და ღრმა დამზერა. ეს დამზერები სპექტროსკოპიას ფოტოებთან აერთიანებენ, რომლებიც ხილულ და ახლო ინფრაწითელ დიაპაზონებში ტელესკოპზე არსებული ფართოკუთხიანი კამერა 3(Wide Field Camera 3)-ით და გაუმჯობესებული კამერით(Advanced Camera for Surveys) არის გადაღებული.

 მონაცემთა ანალიზისას, მეცნიერები გალაქტიკების ზომებსა და მათ შორის მანძლებს ზომავდნენ. 100 000-იანი გალქტიკური კატალოგიდან, მასის მიხედვით გალაქტიკის გამორიცხვა მისი ფერისა და ელვარების მიხედვით ხდებოდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.