ანომალურად დაბალი სიმკვრივის ობიექტი კოიპერის სარტყელში

 ასტრონომებმა, კოიოპერის სარტყელში, ნეპტუნის ორბიტის იქეთ, კიდევ ერთი ასტეროიდის აღმოჩენის შესახებ გაკეთეს განსცხადება. ახალი ობიექტი არსებულ მოდელებში ვერ ჯდება, რადგან მისი სიმკვრივე წყლისაზე მცირეა(Phys.org).

 ასტეროიდი 2002 UX25 პირველად 2002 წელს აღმოაჩინეს. სამი წლის მერე კი ”ჰაბლმა” პატარა თანამგზავრიც გამოავლინა მასთან, ხოლო ჰავაის კუნძულებზე არსებული ”კეკის” ტელესკოპით, რომელიც ინფრაწითელ დიაპაზონში მუშაობს, ობიექტის გამოსახულება იქნა მიღებული. დაგროვებული მონაცემების ერთობლიობა ზომებისა და მასის დადგენის სშუალებას იძლევა(ასტეროიდის დიამეტრია 692±23 კმ, ხოლო თანამგზავრის 190 კმ.). მასამ და ზომამ სიმკვრივე მოგვცა, რომელიც უჩვეულოდ დაბალი აღმოჩნდა, სულ 850 კილოგრამი კუბურ მეტრზე(სწყლის სიმკვრივე 1000 კგ/მ3, გაყინულის 917 კგ/მ3).

 მეცნიერთა თქმით, ობიექტი ფორებიანი ყინულისაგან უნდა შედგებოდეს. ბევრი ასეთი ასტეროიდი არსებობს, თუმცა მსხვილი ციური სხეულების ფორმირების მოდელი ამბობს, რომ ფხვიერი ნივთიერებებისგან შემდგარი ასტეროიდები შერწყმის დროს ერთ დიდ და შეკუმშულ ობიექტად უნდა გადაიქცეს. დღეისათვის ცნობილი ტრანსნეპტუნური ობიექტები ამ ჰიპოთეზის მართებულობაზე მეტყველებენ, ხოლო 2002 UX25-ის არსებობა კი ეწინააღმდეგება მას. ამჟამად, მეცნიერები დამატებით მონაცემებს აგროვებენ, რათა გაირკვეს, მართლაც უნუიკლაურია ახალი ობიექტი თუ არა.

 კოიპერის სარტყელი, ნეპტუნის ორბიტის დონეზე იწყება(30 ასტრონომიული ერთეული, 30-ჯერ მეტი დედამიწა-მზეს შორის მანძილზე) და დაახლოებით 50 ა.ე-ს ნიშნულზე მთავრდება(მოკლედ მზის სისტემის შესახებ). ის, მეცნიერთათვის ცნობილ ათასზე მეტ ობიექტს შეიცავს და 100 კილომეტრზე მეტი დიამეტრის 100 000-მდე ობიექტს შეიძლება შეიცავდეს. მისი და პლუტონის შესასწავლად 2006 წელს აპარატი ”ახალი ჰორიზონტები” იქნა გაგზავნილი, რომელიც პლუტონთან 2015 წელს გაივლის(ჯუჯა პლანეტები). ადრე ამ სარტყელს მოკლეპერიოდიანი კომეტების წყაროდ მიიჩნევდნენ, თუმცა, 90-იან წლებში დადგინდა, რომ სარტყელი დინამიურად სტაბილურია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.