იმედისმომცემი რადიოსიგნალები კოსმოსიდან

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი კოსმოსის სიღრმეებიდან მოსულ უჩვეულო იმპულსებს სწავლობს.

 პირველად, ეს იმპულსები 2012 წლის 2 ნოემბერს პარქსის (ავსტრალია) ობსერვატორიის მოწყობილობამ დააფიქსირა (სიგნალები ირმის ნახტომის გარედან; უცნაური რადიოსიგნალები არესიბოშიც დააფიქსირეს). საინტერესოა, რომ ყველა რადიოიმპულსის (სულ 5 იყო) ხანგრძლივობა წამის მეათასედებს უტოლდებოდა და ალბათ ამიტომ ვერ დააფიქსირეს მსოფლიოს სხვა ობსერვატორიებმა.

 აქამდე მსგავსი არაფერი დაურეგისტრირებიათ, ამიტომ ავსტრალიელმა ასტრონომებმა გადაწყვიტეს, რომ რადიოტელესკოპმა დედამიწასთან ახლოს ან მის ზედაპირზე მდებარე ობიექტებიდან არეკლილი თუ გამოსხივებული სიგნალი მიიღო. შემდეგ ჩატარებული კვლევები ამ ვერსიას უარყოფს (უცნაური რადიოექო).

 სივრცეში მოგზაურობის დროს, რადიოტალღები უამრავი რაოდენობის ელექტრონებს ეჯახება, რაც სიგნალის დაბალსიხშირულ შემადგენელს ახშობს, მაშინ, როცა მაღალსიხშირული კომპონენტი თითქმის უცვლელი რჩება. ამ სიგნალებმა იმდენად ძლიერი დისპერსია განიცადა, რომ ირმის ნახტომის ელექტრონების წილი მხოლოდ 3-6% თუ იქნება, რაც სიგნალების არაგალაქტიკურ წარმომავლობაზე მეტყველებს. ალბათ, მათ 1,7-დან 3,2-მდე მილიარდი პარსეკი გამოიარეს (5,5-დან 10-მდე მილიარდი სინათლის წელი (ელექტრომაგნიტური ტალღების პოლარიზაციამანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე)).

 ”ჩვენს მიერ მიღებული შედეგები იმ თვალსაზრისით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ისინი სიგნალების კოსმოსურ წარმომავლობას ადასტურებს. ამ რადიოტალღებს გააჩნია ყველა ის ნიშნები, რომლებიც მათ არაგალაქტიკურ (ანუ ირმის ნახტომის გარედან) ბუნებაზე მეტყველებენ” – ამბობს მონრეალის მაკჰილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის მონაწილე ვიქტორია ქასფი.

 სიგნალის გაჩენის მექანიზმთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მხოლოდ ვერსიები არსებობს – გამქრალი შავი ხვრელები, ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმა, რადიოანთებები მაგნეტარებზე

 იქნებ, სიგნალები ხელოვნური წარმოშობის არის? ამის ბოლომდე უარყოფა ჯერ არ შეიძლება. იქნებ, რომელიღაც მაღალგანვითარებული ცივილიზაცია ათასეულობით წლების განმავლობაში შორეულ კოსმოში სიგნალებს აგზავნის, მათზე პასუხის მიღბის ან ყურადღების მიქცევის იმედით.

 დედამიწისკენ მოძრავი უცხოპლანეტელების ხომალდი, რა თქმა უნდა, ფანტასტიკა უფროა, ვიდრე რეალობა, ცივილიზაციებს შორის რადიოტალღებით დამყარებული კავშირისგან განსხვავებით (WOW და სხვა სიგნალები…; უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!; ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.