უცხოპლანეტელთა გიგანტური ხომალდები?!(ირაკლი)

 ამ გამაოგნებელი ინფორმაციის წყაროდ(ჯერ კიდევ 2010 წლის 29 ნოემბრიდან) ითვლება საიტი beforeitsnews.com. სახელიდანვე ჩანს თუ რამდენად სანდოა ის – ”სანამ ეს სიახლედ იქცევა”(აქ ყველას შეუძლია დადოს ინფრომაცია მის გარშემო მომხდარი მოვლენების შესახებ).

 თვოთონ საიტი კი ცის ინტერაქტიურ რუკაზე მიუთითებს – http://www.sky-map.org. ეს საკმაოდ ხარისხიანი ღამის ცის დემონსტრატორია, რომელშიც პროფესიონალი ასტრონომების მიერ გადაღებული ფოტოებია გამოყენებული, კერძოდ კი კარგად ცნობილი, პალომარის ობსერვატორიის მიერ გადაღბული ცის ფოტოები POSS (Palomar Observatory Sky Survey). გადღებები ტარდებოდა 50-იან წლებში, ასევე 1980-90-იან წლებშიც.

 პროფესიონალი ასტრონომები ფოტოებს შავთეთრი და სხვა და სხვა ფერის მიმართ მგრძნობიარე ფოტოფირფიტებით იღებენ. ობიექტები, რომლებიც საბოლოოდ ხომალდებად შერაცხეს, მხოლოდ ცისფერის მიმართ მგრძნობიარე ფირფიტაზე გამოჩნდნენ, წითელზე და შავთეთრზე ისინი არ ჩანან. როგორც ჩანს ეს ცისფერი ფოტოფირის ხარვეზია, მტვერი ან ფირფიტაზე, ან მასზე წასმულ სინათლისადმი მგრძნობიარე ემულსიაში მოხვდა. კოსმოსური ობიექტები კი მკაცრად ერთფეროვანნი არ არიან,  რაღაცა წითელ ფოტოფირზეც უნდა ჩანდეს. შეიძლება ვიკითხოთ: ”თუ საიდან მოხვდა ასეთი დონის ასატრონომულ სურათებზე მტვერი?”. გაირკვა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა. მტვრის მიკროსკოპული ნაწილაკები სხვა დროსაც მოხვედრილან ფოტო რეაქტივებში, ზოგჯერ კი ამ ფირფიტების მთლიანი პარტიაც ყოფილა უხარისო. იმისათვის, რომ გამორიცხონ მტვერი ან ნაკაწრი, ასტრონომები ცის იგივე მონაკვეთის სხვა ფოტოებს იკვლევენ, რათა დარწმუნდნენ, არის ეს რეალური ობიექტი თუ ხარვეზი. სწორედ ასე მოიქცა ასტრონომი, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა…

ცისფერზე(ზემოთ) ჩანს ობიექტი, წითელზე(ქვემოთ) არ ჩანს.

 ორიგინალები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი ორგანიზაციების საიტებზე: http://archive.stsci.edu/cgi-bin/dss_form – http://archive.eso.org/dss/dss; – http://archive.stsci.edu/dss/sites.html).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.