ნეიტრონული ვარსკვლავები შავ ხვრელად გაერთიანდნენ

 ნასამ შთამბეჭდავი ვიდეორგოლი წარმოადგინა, რომელშიც ორი ნეიტრონული ვარსკვლავის ერთმანეთთან შერწყმა და შავ ხვრელად გადაქცევაა ნაჩვენები. ვიდეორგოლი, ამჟამად ძალიან პოპულარული მეთოდით – კომპიუტერული მოდელირებით შეიქმნა.

 ნეიტრონული ვარსკვლავები, ზეახლად აფეთქების ორი ნარჩენი, 10-15 კილომეტრამდე დიამეტრებით, მათ შორის მანძილით 18 კილომეტრი, რაც კოსმოსური მასშტაბებით მიზერული დაშოორებაა, საერთო მასათა ცენტრის გარშემო ბრუნავენ. მიახლოებასთან ერთად ეს ვარსკვლავები დეფორმირდებიან, უფრო მასიური ნაკლებად მასიურს შთანთქავს, ახალი შავი ხვრელი 13 მილიწამში ჩნდება.(ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმა შესაძლებელია მოკლე გამა-ანთებების ენერგიის წყარო იყოს; ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის კომპიუტერული სიმულაცია; ვარსკვლავის კოლაფსის მოდელირება – 500 ტერაბაიტი და მხოლოდ 200 მილიწამი)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.