წარმოდგენა შავ ხვრელზე, როგორც მხოლოდ აბსოლუტურად მშთანქმელ ობიექტზე კორექტირებულ იქნა ასტროფიზიკოს სტივენ ჰოკინგის მიერ 1975 წელს.
სწავლობდა რა კვანტური ველების ქმედებას შავი ხვრელების მახლობელ გარემოში(თეორიულად რა თქმა უნდა), მან იწინსწარმეტყველა, რომ შავი ხვრელი აუცილებლად ასხივებს ნაწილაკებს გარე სამყაროში და ამით კარგავს ენერგიას, ანუ მასას. მოვლენას ჰოკინგის გამოსხივება ეწოდება. რაც უფრო პატარაა შავი ხვრელი, მით მეტია აორთქლების სიჩქარეც. შავი ხვრელის მახლობლად ხდება ვირტუალური და რეალური ნაწილაკების წყვილების გაჩენა. ამ ნაწილაკებიდან ერთ-ერთი, რომელიც შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს ოდნავ შიგნით აღმოჩნდება, შავ ხვრელში ვარდება, ხოლო მეორე გამოსხივდება და თან მიაქვს შავი ხვრელის ენერგია. ასეთი გამოსხივების გამო ყველა შავი ხვრელი კარგავს მასას და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ხდება სასრული. ამასთან ერთად აორთქლების ინტენსივობა ზვავისებურად იზრდება და ევოლუციის ბოლო ეტაპი აფეთქებით მთავრდება. მაგალითად, 1000 ტონიანი შავი ხვრელი 84 წამში აორთქლდება და გამოასხივებს ენერგიას, რომელიც 10 მილიონი, საშუალო სიმძლავრის ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი იქნება.
ამავე დროს, დიდი შავი ხვრელები, რომელთა ტემპერატურა რელიქტურ გამოსხივებისაზე დაბალია(2,7 კელვინი), სამყაროს განვითარების თანამედროვე ეტაპზე შეიძლება მხოლოდ გაიზარდოს, რადგან მათ მიერ შთანთქმული ენერგია გამოსხივებულზე მეტია. ეს პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ რელიქტური გამოსხივება საერთოდ არ გაცივდება სამყაროს გაფართოების გამო.
სამყაროს აჩქარებულ გაფართოებას ბნელი ენერგია იწვევს. თუ ბნელმა ენერგიამ გაანეიტრალა ყველა სხვა ძალა, მაშინ ის გახლეჩს გალაქტიკებს, შემდეგ გადაძლევს ელექტრულ და ატომურ ძალებსაც და საბოლოოდ, გაანადგურებს სამყაროს, ანუ მოხდება ე.წ. დიდი გახლეჩა.