ზესწრაფი ვარსკვლავური გროვა

 ამერიკული ტელესკოპების საშუალებით, კეკი(10 მ. სარკით) და MMT(6,5 მ. სარკით; ამ ტელესკოპის აბრივიატურა იშიფრება როგორც მრავალ სარკიანი ტელესკოპი, თუმცა საბოლოოდ, 2000 წელს, მისი სარკეები ერთი მთლიანი, 6,5 მეტრის დიამეტრის სარკით შეცვალეს, ახალა მას ”ახალ MMT”-ს უწოდებენ), მენციერებმა შორეული და ზესწრაფი ვარსკვლავური გროვა აღმოაჩინეს. მისი სხივური სიჩქარე(ანუ სიჩქარე მზერის სხივის გასწვრივ) მინუს 1025 კმ/წმ-ს უტოლდება(მინუსი იმიტომ, რომ ჩვენი მიმართულებით მოძრაობს). იმის გათვალისწიმებით, რომ გალაქტიკა M87, საიდანაც ეს გროვა ამოფრინდა, თვითონ მოძრაობს 1300 კმ/წმ-ში სიჩქარით, ობიექტის სრული სიჩქარე გროვას დაბადების ადგილის მიმართ 2000 კმ/წმ-ზე მეტია. მისი შემადგენელი ცალკეული ვარსკვლავებიც ასევე სწრაფად დაქრიან, ხოლო ასეთი ტიპის ობიექტისთვის სიჩქარე უპრეცედენტოა – მსგავსი სიჩქარით მოძრავი ვარსკვლავთგროვა პირველად იქნა შემჩნეული.

(გაადიდე).
qalculis gal;aqt grova M87_it  გროვა HVGC-1(”ზესწრაფი სფერული ვარსკვლავთგროვა №1”) ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე, უახლოესი გალაქტიკური გროვას, გიგანტური M87-ით ცენტრში, სპექტრული დამზერისას აღმოაჩინეს. თავიდან, M87-თან ახლოს, ჩვენი მიმართულებით უჩვეულოდ მაღალი სიჩქარით მოძრავი წერტილოვანი ობიექტი გამოავლინეს. მისი სპექტრი ჩვეულებრივი ვარსკვლავისას შეესაბამებოდა, ამიტომ ასტრონომებს ის, ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი ვარსკვლავი ეგონათ. თუმცა, ასეთი მაღალი სიჩქარით მოძრავი ვარსკვლავი(ათასობით კილომეტრი წამში), გალქტიკიდან უნდა ამოვარდეს, არა ჩვენი მიმართულებით, არამედ გალაქტიკის პერიფერიებისკენ უნდა მიქროდეს. თუ ამ ჰიპოთეზას დავუშვებთ, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება ვარსკვლავის აჩქარების მექანიზმის ახსნა(გალაქტიკიდან გაქცევას ესენიც აპირებენ; გაქცეული ვარსკვლავები; ვარსკვლავი გალქტიკიდან რეკორდული სიჩქარით გარბის; გაქცეული ვარსკვლავებიკოსმოსური ლტოლვილები კვლებს ტოვებენ).

 ამავე დროს, თუ HVGC-1-ს არაგალქტიკური წარმომავლობა აქვს და M87-თან ახლოს მდებარეობს, სიტუაცია ოდნავ უმჯობესდება. უფრო მეტიც, ავტორთა თქმით, მისი სპექტრი არა ცალკეული ვარსკვლავის, არამედ სფერული ვარსკვლავთგროვისთვის(M15) არის დამახასიათებელი – კომპაქტური, სფერულად სიმეტრიული ვარსკვლავური ჯგუფისთვის, რომელიც ასეულობით ათას, ან მილიონობით ცალკეულ წევრს ითვლის. ასეთ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, თავისი მშობლიური გალაქტკის მიმართ HVGC-1 კიდევ უფრო მეტი სიჩქარით მოძრაობს – 2000 კმ/წმ-ზე მეტი.

 რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ამის ახსნა უფრო ადვილია. კოსმოსში, ზოგადად, მხოლოდ ერთი ძალაა, რომელსაც მასიური ობიექტების ასე აჩქარება შეუძლია, ეს არის გრავიტაცია.

 ასეთ დროს, ამაჩქარებელი მექანიზმის ამოქმედება სამი სხეულის ერთმანეთთან მიახლოებისას ხდება – ორმაგი სისტემისა და მესამე ცალკეული ობიექტის მონაწილეობით. ორმაგი სისტემის დაშლით, სამიდან ერთ-ერთი წევრი ძალიან მაღალ აჩქარებას იღებს.  ასეთი მექანიზმით ცალკეული ჰიპერჩქარი ვარსკვლავები ჩნდებიან – ორმაგი სისტემის გავლით ჩვენი გალაქტიკის ზემასიურ შავ ხვრელთან ახლოს, რომელიც გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს(ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავებს აქეთ-იქეთ ისვრის).

 იგივე მექანიზმი სფერული გროვებისთვისაც გამოდგება. ორი ვარსკვლავური გროვასაგან შემდგარი სისტემის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა(თუმცა, ასეც შეიძლებოდა ყოფილიყო), ზემასიური ხვრელების ორმაგი სისტემისგან განსხვავებით. ასეთი სისტემები ორი გალქატიკის შერწყმისას ჩნდებიან, ხოლო მათთან ახლოს მოძრავი მასიური სხეულები ეფექტურად ”გაიბნევიან”.

 ამ შემთხვევაში სწორედ ასეთ მექანიზმთან უნდა გვქონდეს საქმე: სფერული ვარსკვლავური გროვას ასაჩქარებლად, რომლის მასა ცალკეული ვარსკვლავის მასაზე ასეულობით და ათასეულობით ათასჯერ მეტია, ერთის მხრივ, ძალიან ძლიერი გრავიტაციაა საჭირო, ხოლო მეორეს მხრივ – ძალიან მჭიდრო მიახლოება გამაბნეველ ცენტრთან. აქამდე ცნობილი ყველა ტიპის ობიექტებიდან, ორივე პირობის შესრულება მხოლოდ ზემასიურ შავ ხვრელს შეუძლია.

 ამგვარად, მენციერებმა არატრივიალური კოსმოსური მოვლენის შედეგი დაინახეს, რომელიც დამატებითი ირბი მტკიცებულებაა ზემასიური ხვრელებისგან შედმგარი ორმაგი სისტემის არსებობისა.

 როგორც არ უნდა იყოს, იმალზე ლაპარაკი, რომ HVGC-1-ის მაღალი სიჩქარის საკითხი გადაწყვეტილია, ჯერ ისევ ნაადრევია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.