ვენერას სახე

 როგორ გამოიყურება ვენერა სქელი ღრუბლების საფარქვეშ? მისი ზედაპირი ყველაზე უფრო ძლიერი ტელესკოპებისთვისაც კი მიუწვდომელია. 1990-იანი წლების დასწყისში, პლანეტის გარშემო მოძრავმა აპარატმა – ”მაგელანი”, ვენერას სახეს ვუალი ახადა და მაღალი გარჩევადობის ფოტოები გადაიღო, ოღონდ რადარით, რადიო დიაპაზონში. ასეთ მონაცემებზე შექმნილი კომპიუტერული გამოსახულების ფერი, ვენერაზე დამჯდარი საბჭოთა კოსმოსური აპარატების – ”ვენერა 13 და 14”, მიერ გადაღებულ ფერად ფოტოებს ეფუძნება. გამოსახულების შუაზე გამავალი ელვარე ზოლი, ვენერას მაღლობებია, სახელად აფროდიტეს მიწები. თვალსაჩინოებისთვის ამ ფოტოზე ვენერა და დედამიწა ერთად არის წარმოდგენილი, რათა ორი პლანეტის ზომათა მსგავსება ვიხილოთ (ვენერას მზვერავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.