Interstellar (ვარსკვლავთშორისი) – ასტრონომია და ფილოსოფია

ძირითადი მონაცემები
გამოშვების თარიღი – 2014 წ
IMDb (კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა) რეიტინგი  – 8.6
ჟანრი – სამეცნიერო ფანტასტიკა
ქრონომეტრაჟი – 169 წ
ოსკარი – საუკეთესო ვიზუალური ეფეტები
ბიუჯეტი – 165 000 000 $
შემოსავალი – 675 120 17 $
რეჟისორი – Christopher Nolan

საწყისი წერტილი
 დედამიწა 2067 წ – მცენარეთა გენეტიკური დაბინძურება და საკვების დეფიციტის გამო შექმნილი კრიზისი

  • მთავარი პერსონაჟები :
    Coopper (კუპერი) – ყოფილი პილოტი
    Murph (მერფი) –  კუპერის ქალიშვილი
    Tom (ტომი) – კუპერის ვაჟიშვილი
    Donald (ტონალდი) – მერფის და ტომის ბაბუა
    Professor Brand (პროფესორი ბრენდი) – პროგრამის ხელმძღვანელი
    Amelia Brand (ამელია ბრენდი) – კოსმონავტი/ბიოლოგი/ხომალდის კაპიტანი
    Hugh Mann (ჰიუ მანი) – ყინულოვანი პლანეტის მისიონერი
    Romilly (რომილი) – კოსმონავტი/ფიზიკოსი
    Doyle (დოილი) – კოსმონავტი/გეოგრაფი

მერფის კანონი: ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება მოხდეს აუცილებლად მოხდება

 ისტორიის გადაწერის მცდელობა: შექმნილი ეკონომიკურ/სოციალური მდგომარეობის გამო, საზოგადოებამ (მასწავლებელი და სკოლა წარმოადგენს საზოგადოებას) გადაწყვიტა უარი თქვას დიად მიზნებზე და უშვებს ისტორიის ფალსიფიკაციას, რომ არ მოახდინოს მომავალი თაობის შთაგონება და მათი აზრით ისედაც არასაკმარისი რესურსების ხარჯვა, იმ მომეტში არასაჭირო მიმართულებებზე.

 მასწავლებლის თქმით, მთვარის მისია მოგონებული პროპაგანდა იყო საბჭოთა კავშირის დასასუსტებლად.

 რობოტი კომბაინები: რობოტი კომბაინები ბრუნდებიან გაურკვეველი მიზეზით, რომელიც ახსნილია ელექტრო მაგნეტიზმით. თუმცა შემდგომ, ფილმში გვეუბნებიან, რომ სახლში გრავიტაციული ანომალიაა. ხოლო გრავიტაცია თავისთავად არ ქმნის ელ.მაგნიტურ ველს მას სჭირდება კონვერტაცია, მაგალითად დინამო მექანიზმი, რომ ელ.მაგნიტური ველი გაჩნდეს, ფილმი არ გვეუბნება ოთახში როგორ გაჩნდა გრავიტაციული ანომალიისგან ელექტრო მაგნიტური ძალა. ანუ თუ გრავიტაციული ანომალიაა მაშინ კომბაინებზე ვერ მოახდენდა გავლენას, ან თუ ელ. მაგნიტური ანომალიაა მაშინ კომბაინები დაზიანდებოდნენ და საწყის პოზიციაზე დაბრუნდებოდნენ, მაგრამ მაშინ მორზეს ანბანით ქვიშაზე, ან საათზე ვერაფერი დაიწერებოდა, რადგან ქვიშა ელ. მაგნიტური ველისთვის არარეზისტენტულია. დასკვნა: კომბაინების ეპიზოდი ეფექტის გასაძლიერებლადაა და არა ფიზიკური მოვლენის რეალისტურად ასახვისთვის.
Date:2067Year
https://youtu.be/mVSpStgHGRg

 ჭიის ხვრელი: ეს არის ჰიპოთეტური გრავიტაციული ანომალიური მოვლენა, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ პორტალს სამყაროს ორ შორეულ წერტილს შორის.
Date:2067Year
https://youtu.be/ZX63AMuiwIA

 სკაფანდრებს შორის საუბარი შეუძლებელია, რადგან არცერთი არ ატარებს ჰაერს, მითუმეტეს, როდესაც რაკეტის ძრავები ჯერ კიდევ ჩართულია და ატმოსფერო ახდენს წნეხს, რაც ვიბრაციის სახით გადაეცემა კორპუსს. ამიტომ უნდა ისაუბრო მიკროფონში, მაგრამ ხმის ტონალობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მიკროფონი არ იყო გამოყენებული
Date:2067Year
https://youtu.be/U4CgCx3gbrE

 “ენდურანსი” (Endurance): რთულ სიტუაციაში/საქმეში მოხვედრა, საიდანაც უკან დასახევი გზა ფაქტიურად აღარ არის.
Date:2067Year
https://www.youtube.com/watch?v=BW8sAsNaJss

 მოდულის მიბმა: მზგავსი ოპერაციები დიდი ხანია ავტომატურად ხორციელდება. სავარაუდოდ, ჯოისტიკი კადრში სიმძაფრის შემოსატანადაა საჭირო. თუმცა სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში ხელითაც შეიძლებმა შეპირაპირების განხორციელება.
Date:2067Year
https://youtu.be/w5bCtWpM3eQ

 ხელოვნური გრავიტაცია: ხელოვნური გრავიტაცია შეიძლება შეიქმნას ცენტრიდანული ძალის გამოყენებით, როდესაც მბრუნავი სხეულის კიდეებზე გაქცევის ძალა იწყებს მოქმედებას, ხოლო ობიექტის ცენტრში ისევ ნულოვანი გრავიტაცია რჩება. შესაბამისად, სამართავ პანელთან მყოფები ვერ იგრძნობნდნენ გრავიტაციის დაბრუნებას. თან ცენტრიდან ფლანგების მიმართულებით ხელოვნური გრავიტაციის ძალა არათანაბარია ყოველ მის წერტილში, თუმცა თანაბრად იზრდება.
Date:2067Year
https://www.youtube.com/watch?v=xs6rGw9W2H4

 შავი ხვრელი გარგანტუა: მასა – 100 000 000 მზე, რადიუსი – 295 მლნ. კილომეტრი (მანძილი მზიდან მარსამდე 224 მლნ. კილომეტრი). სახელი გარგანტუა მომდინარეობს ფრანგი მწერლის, ფრანსუა რამლეს (XVI) რომანიდან – „გარგანტუა და პანგაგრიუზი“, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ტანად დიდი და ღორმუცელა ყოფილი ბერია. რომანი ანტი კათოლიკურ და სარკასტულ ხასიათს ატარებს.

ორბიტაზე სამი ეგზოპლანეტა.
წყლის პლანეტა: Miller’s planet
ყინულის პლანეტა: Dr. Mann’s Planet
უდაბნოს პლანეტა: Edmund’s plane
გარგანტუა
Date:2067Year

 წყლის პლანეტა: მილერის პლანეტა (Miller’s planet)

წყლის პლანეტა ფილმის მიხედვით მდებარეობს პრაქტიკულად შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტზე. რაც ფიზიკურად შეუძლებელია, რადგა უკვე გადალახული აქვს მკვდარი სხეულისთვის უკან არ მობრუნების წერტილი და შესაბამისად ის უკვე შავი ხვრელის აკრეციული დისკის ნაწილი იქნებოდა და ვერანაირად ვერ ექნებოდა სტაბილური გრავიტაცია. დრო: 1სთ=7 დედამიწისეული წელიწადი/ დაკარგული დრო: 23 წელი 4 თვე 8 საათი (ეს ციფრები გაბუქებულია ფილმში) ტალღა: ტალღა სინამდვილეში ცუნამი კი არ არის, არამედ მიმოქცევის ტალღაა. დაახლოებით ისე, როგორც მთვარის გრავიტაცია მოქმედებს დედამიწის ოკეანეებზე, მაგრამ რადგან გარგანტუას გრავიტაცია 15 500 ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე დედამიწის, მისი მიზიდულობის ძალა პლანეტაზე წარმოშობს მიმოქცევის მაღალ ტალღას, რომელიც პლანეტის ბრუნვასთან ერთად კედელივით მოძრაობს.
Date:2067Year
Date:2092Year

სიყვარული, ბრენდი და გადაწყვეტილება (Love, Brand and Decision)

 სიყვარული ამ ეპიზოდში წარმოჩენილია, როგორც რაციონალური გადაწყვეტილებების ხელისშემშლელი ფაქტორი და ბრენდის სურვილი, რომ ედმუნდის პლანეტაზე გაფრინდნენ, უარყოფილი იქნება.
Date:2092Year
https://youtu.be/hob4KDo2DE0

 ყინულის პლანეტა: Dr. Mann’s Planet

 დღე-ღამე – 134 სთ. გრავიტაცია – 80% დედამიწის. წყალი – სოდით გაჯერებული. სოდა არის მინერალი, რომლის ზედაპირზე ამოსვლასაც სჭირდება გეოლოგიური აქტივობა, რაც ფილმში არსადაა ნახსენები. გეოლოგიური აქტივობა კი პირველი ნიშანია პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის. ასევე სოდის კონცენტრაციის ასაწევად აუცილებელია წყლის სწრაფი აორთქლება და ახლით ჩანაცვლება, რაც გაყინულ პლანეტაზე ნაკლებად შესაძლებელია. ატმოსფერო – ამიაკის მაღალი კონცენტრაცია, ქლორი, ნახშირწყალბადის კრისტალები.

ნახშირწყალბადი  – მყარი კრისტალი.
ამიაკი – აირადი.
ქლორი – აირადი.

 გაუგებარია, ჰაერში არსებული აირადი  ამიაკი, როგორ ანაცვლებს  ნახშირწყალბადის კრისტალებს ისე, რომ ამ კრისტალებით სავსე ატმოსფეროში სუნთქვა შეიძლებოდეს. თუნდაც მიკრო კრისტალებზე იყოს საუბარი ის ფილტვეზე ისე იმოქმედებს, როგორც ქლიბი მეტალზე. ამავდროულად, არც ერთ ფრაზაში არაა ნახსენები ჟანგბადი და შესაბამისად, რითი შეიძლება სუნთქვა გაუგებარია. მსმენელები, ქიმიისა და ბიოლოგიის მინიმალური ცოდნით, დოქტორ მანს ალბათ გალახავდნენ.
Date:2092Year
https://www.youtube.com/watch?v=B7ZiekSMoW4

 რბილი სინგულარობა (Gentle Singularity): ე.წ. რბილი სინგულარობა ზემასიურ შავ ხვრელებს ახასიათებს, რადგან მათი ჩათრევის ზედაპირი დიდია, ობიექტი შედარებით ნელა ეცემა მასზე, ვიდრე პატარა შავ ხვრელებს და შავი ხვრელის ასაკი არაფერ შუაშია. მიუხედავად ამ ეფექტისა, მოვლენათა ჰორიზონტთან მიახლოებული ნებისმიერი ობიექტი განადგურებისთვის არის განწირული. თან გაუგებარია, რომელ ხომალდს შეუძლია ისეთი სიჩქარის განვითარება, რომლითაც მოვლენათა ჰორიზონტს საზღვარს მიღმა ჩაიხედვა იქნება შესაძლებელი, იმ საზღვარისა, რომელსაც სინათლეც ვერ გაურბის. ამიტომ, ეს, ფილმის სიუჟეტის გაგრძელებისთვის მოფიქრებული ხრიკია და მეტი არაფერი. ამ ეპიზოდში ტარსის გაკვირვებაა ერთად-ერთი გულწრფელი ფრაზა 😀
Date:2092Year
https://youtu.be/IfMmMyJEOu0

 გრავიტაციული მანევრი: ხომალდის ტრაქტორია, რომელიც მასიური ობიექტის გრავიტაციას იყენებს ასაჩქარებლად. ამ შემთხვევაში, შავი ხვრელის გრავიტაციას.
https://youtu.be/x8isgTDZY7s

 მოვლენათა ჰორიზონტი: მოვლენათა ჰორიზონტი არის შავი ხვრელის პირობითი საზღვარი, რომლის იქედანაც არაფერს შეუძლია თავის დაღწევა, მათ შორის – სინათლეს. ამიტომაც არის ხვრელის “ფერი” შავი. ვიდეოში კი ჩანს, რომ ხომალდი აკრეციული დისკოს გასწვრივ მოძრაობს და კორპუსის მთლიანობას ინარჩუნებს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამ მომენტისთვის ხომალდენი ატომებად და მოლეკულებად იქნებოდა დაშლილი.
Date:2093Year
https://youtu.be/TuhVeqp2E04

 ტესერაქტი: 4 განზომილებიანი კუბია, რომელშიც ყველა დროის მონაკვეთი ერთდროულად მიმდინარეობს, ფილმში ეს მოვლენა დაყოფილი ოთახების სახით არის ილუსტრირაბული.
Date:2151Year
https://youtu.be/rJFMth3WoqY

 კვანძის გახსნა: როდესაც კუპერი ტესერაქტში მოხვდება, ის აღმოაჩენს, რომ თითოეული ოთახი დროის რაღაც მონაკვეთია, რომელშიც მის ქალიშვილს ვხედავთ. ის ხვდება, რომ ეს ტესერაქტი კონკრეტულად მისთვისაა შექმნილი, რათა კუპერმა მოახდინოს ინფორმაციის გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ მორზეს ანბანითა და ორობითი სისტემის საშუალებით ახდენს ჯერ ქვიშის კოდირებას, ხოლო შემდეგ საათის კოდირებას, ფილმის მთავარი ზგავნილი გრძნობაა (სიყვარული), რომელიც ამ ორ ადამიანს აკავშირებს. რომ არა მერფის უზომო სიყვარული მამის მიმართ, მისი გულდაწყვეტა, მამის არყოფნის გამო ალბათ არასოდეს არ დაბრუნდებოდა იმ ოთახში. და სწორედ ეს არის მთავარი გზავნილი, რომ თუ ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ, მაშინ ყველანაირ ტექნოლოგიურ განვითარებას ეკარგება აზრი. ხოლო ადამიანებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთ გაგების უმაღლესი ფორმა არის გრძნობა, ანუ სიყვარულის სხვადასხვა ფორმა.
Date:2151Year
https://www.youtube.com/watch?v=roFFEpdqE0w

 მესიჯი კაცობრიობას: მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ჩვენ, როგორც ცივილიზაციას, ბევრი რამ ჯერ იდევ არ შეგვიძლია, არ უნდა გავჩერდეთ, მხოლოდ პროგრესი არის კაცობრიობის გზა და ადრე თუ გვიან, ისეთ რთულ ფიზიკურ ძალას, როგორიცაა გრავიტაცია, აუცილებლად მოვარჯულებთ.
Date:2151Year
https://youtu.be/qHrDgRNxR_0

 ადამიანის ბუნება: ადამიანი, როგორც მარტოსული არსება მუდმივად ახალი სახლის ძიებაშია და ფილმი გვეუბნება, რომ ახალი სახლის პოვნა, მხოლოდ ურთიერთ გაგებითა (სიყვარულით) და პროგრესით არის შესაძლებელი (”ენდიურანსის” მოგზაურობა).
Date:2152Year
https://youtu.be/-Vgw-kY9JlM

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.