ეს გამოსახულება მიღებულია ობსერვატორია “ჯემინი სოუთის” (Gemini South) უახლესი ინსტრუმენტით, მაღალი გარჩევადობის ოპტიკური სპეტქოგრაფით – GHOST (iopscience.iop.org). ის გვიჩვენებს სრულ ოპტიკურ სპექტრს სინათლისა, რომელსაც ვარსკვლავი HD 222925 ასხივებს.
სპექტრული ანალიზი, ობიექტის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის განსაზღვრის მეთოდთა ერთობლიობაა, რომელიც მატერიისა და გამოსხივების ურთიერთქმედებით წარმოქმნილი სპექტრის შესწავლას ეფუძნება. ატომური და მოლეკულური სპექტრული ანლიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს საკვლევი ელემენტის ატომური და მოლეკულური შემადგენლობა.
ვარსკვლავების მიერ გამოსხივებული სინათლე ფარული დეტალებით არის სავსე. ის გვეუბნება საით და როგორ მოძრაობს ვარსკვლავი, იმის მიხედვით, როგორ წაინაცვლებს სინათლე სპექტრის ერთი ბოლოდან მეორესკენ. ელვარების ცვლილება კი შინაგანი რყევების გამოვლენის საშუალებას იძლევა, რომელთაც შემდეგ ასტროსეისმოლოგები სწავლობენ. სპექტრი ასევე გვიჩვენებს, რისგან შედგება ვარსკვლავი, რაც თავის მხრივ, გვეუნება რამდენი წლისაა მნათობი და სად დაიბადა (როგორ ადგენენ ვარსკვლავის ასაკს?).

სხვადასხვა ელემენტები, მათთვის დამახასიათებლად ასხივებენ ან შთანთქავენ სინათლეს. როდესაც ასტრონომები ვარსკვლავის სპექტრს სწავლობენ, კაშკაშა და ბნელი ზოლების მიმდვერობით ადგენენ, თუ რომელი ელემენტებია ვარსკვლავის ატმოსფეროში.

ეს მეთოდი გამოყენებული იქნა კოსმოსური “ჰაბლით” ამ უცნაურ ვარსკვლავზე – HD 222925, დამზერის დროს, რომლამდე მანძილი 1460 სინათლის წელია. სპექტრულმა ანალიზმა მასში ელემენტთა აქამდე არნახული მრავალფეროვნება გამოავლინა. აღმოჩენილი 65 ელემენტიდან, უმრავლესობა ისეთ კატასტროფულ პროცესებში ჩნდება, როგორიც არის ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებები და ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებები (ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ).
GHOST-ით მიღებულმა მონაცემებმაც ხალი ვერაფერი გამოავლინა, ჯერჯერობით. ეს ვარსკვლავი იყო მისი პირველი საცდელი ობიექტი, რათა გარკვეულიყო რამდენად კარგად მუშაობს სპექტროგრაფი, რასაც თან მოჰყვება სრულფასოვანი ექსპლუატაციის ფაზა. როგორც კი ეს ეტაპი დასრულდება და შემდგომი კორექტირება მოხდება, GHOST მზად იქნება მეცნიერული დაკვირვებისთვის, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარში (მზის ნამდვილი ფერები).