გრავიტაციამ გადაგვარჩინა

 გრავიტაცია, დედამიწაზე უსაფრთხოდ დგომის საშაულებას გვაძლევს(Physical Review Letters), პლანეტებს ერთად აკავებს და უკიდეგანო კოსმოში მათ უკონტროლო მოგზაურობას ეწინააღმდეგება(მოხეტიალე პლანეტა მზის სისტემასთან ახლოს; თავიდანვე უპატრონო მოხეტიალე პლანეტები). ზოგიერთი მენციერის აზრით, სწორედ მან გადაარჩინა სამყარო განადგურებისგან. ლონდონის სამეფო კოლეჯის ფიზიკოსები, ასევე კოპენჰაგენელი და ჰელსინკელი მენციერები თვლიან, რომ ჰიგსის ნაწილაკებსა(ბოზონები) და გრავიტაციას შორის ურთიერთქმედებამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ადრეული სამყაროს განვითარებაში და დიდი აფეთქების შემდგომი კატასტორფული დაშლისგანაც კი გადაარჩინა იგი.

 ამ ურთიერთქმედების გარეშე, ჰიგსის ველი – საერთო მთელი სამყაროსათვის, მატერიისთვის მასის მინიჭებაზე პასუხისმგებელი – ძალიან დიდ ენერგიას დააგროვებდა, რაც სამყაროს სრული განადგურებით დასრულდებოდა. დიდი აფეთქებიდან წამზე მცირე დროში ეს პროცესი იმდენად არასტაბილური და ხანგრძლივი იქნებოდა, რომ საბოლოოდ, სამყაროსგან აღარაფერი დარჩებოდა.

 მკვლევართა აზრით, დრო-სოვრცე-გრავიტაციის გამრუდებამ მთლიანობა შეუნარჩუნა სამყაროს და ასეთი კატასტროფისგან დაიცვა იგი.

 ”ჰიგსის ნაწელაკებსა და გრავიტაციას შორის ურთიერთქმედების დონის ექსპერიმენტული შემოწმება ამაჩქარებლების საშუალებით შეუძლებელია, თუმცა ვთვლით, რომ სწორედ ეს ეფექტი ახდენს დიდ ზეგავლენას ინფლაციური გაფართოების(ყოვლისშემძლე ინფლაცია) არასტაბილურობაზე” – ამბობს სამეფო კოლეჯის პროფესორი ართუ რაჯანთი.

 კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ გრავიტაციისა და ჰიგსის ბოზონების ურთიერთქმედების მოწმეები მაინც გახდებიან, კოსმოლოგიური მონაცემების ანალიზის ხარჯზე, რომლებიც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ახლანდელი და მომავალი მისიების დროს დაგროვდება(მეცნიერების თეთრი ლაქები – რა არის გრავიტაცია?).

 ”თუ ეს გამოგვივიდა, იმ სიცარიელეების შევსებას შევძლებთ, რომლებიც ელემენტარული ნაწილაკების სტადნარტულ მოდელში”(დიდი აფეთქების კიდევ ერთი მტკიცებულება; რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?; ჰიგსოგენეზი: ჰიპოთეტური ახალი კოსმოლოგია; ბნელი მატერია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.