ენერგიული ნეიტრინოები გალაქტიკის ცენტრიდან

 ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელი მშვილდოსანი A*, თავისებურ, იდუმალებით მოცული მაღალი ენერგიების მქონე ნეიტრინოების ”ფაბრიკას” წარმოადგენს(კოსმოსური სხივებისა და ექსტრემალურად მაღალი ენერგიების ნეიტრინოების ერთი წყარო). ამაზე, სამი ორბიტალური ტელესკოპით(”ჩანდრა”, ”სვიფტი”, ”ნუსტარი”) მიღებული მონაცემები მიუთითებენ. თუ მონაცემები მტკიცებულებებს სხვა ინსტრუმენტებითაც მიიღებენ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ასტრონომებმა შავი ხვრელის მიერ გამოსხივებული ნეიტრინოების ნაკადი დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ ნეიტრინო არის ელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც არ გააჩნია ელექტული მუხტი, სუსტად ურთიერთქმედებს(სუსტი ურთიერთქმედება) ნივთიერებაში შემავალ სხვა ნაწილაკებთან. ფოტონებისა და სხვა ნაწილაკებისგან განსხვავებით, მუხტის არ მქონე ნეიტრინოებს, არ ურთიერთქმედებენ რა მატერიასთან და არ გადაიხრებიან ელექტრომაგნიტურ ველში, ზემასიური კოსმოსური ობიექტების სიღრმეებში გაჩენა და მათი ფარგლების უპრობლემოდ დატოვება შეუძლიათ.

ნეიტრინული ობსერვატორია IceCube Neutrino Observatory

 მზის სისტემაში ნეიტრინოების ძირითადი გენერატორი მზეა(”სულში” ჩახედო მზეს). თუმცა, სისტემის გარედან შემოსულ ზოგიერთ მათგანს მილიონობით და მილიარდობით ჯერ მეტი ენერგია გააჩნიათ(ბერტისა და ერნის კოლეგა ნეიტრინოები), რომელთა წარმომავლობა ამ დრომდე გაურკვეველი რჩებოდა(რა არის ელექტრონვოლტი?).

 ”ამ მაღალი ენერგიების ნეიტრინოთა წყაროს აღმოჩენა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ახლა უკვე პირველი მტკიცებულებები მივიღეთ იმისა, რომ ზოგიერთი რეგისტრირებული ნეიტრინოების წყარო ჩვენივე გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს” – ამბობს იანგ ბაი ვისკონსინის უნივერსიტეტიდან მედისონში.

“ჩანდრა”(NASA).

 იმის გამო, რომ ნეიტრინოები ნებიმსიერი ტიპის მატერიაში პრაქტიკულად უპრობლემოდ გადიან, მათი წყაროს ზუსტი მდებარეობის დადგენა უკიდურესად ძნელია. ნეიტრინული ობსერვატორია IceCube Neutrino Observatory(სამხრეთ პოლუსზე)-მ 2010 წლიდან მხოლოდ 36 ასეთი ნეიტრინო დაარეგისტრირა. ზემოთ ხსენებული ტელსკოპებისა და ნეიტრინული ობსერვატორია IceCube-ს მონაცემთა შედარებით ნეიტრინოების მოძრაობის ტრაექტორიისა და მათი წყაროს მდებარეობის დადგენა მოხერხდა.

 ”მას მერე, რაც ”ჩანდრამ”, მშვილდოსანი A*-სთან ერთ-ერთი ძლიერი ანთება დააფიქსირა, ჩვენ მაშინვე ამ ანთების კვლების ძებნა დავიწყეთ. დაახლოებით სამი საათის მერე, IceCube-მ გალაქტიკის ცენტრიდან მოსული ნეიტრინოები დაარეგისტრირა. გარდა ამისა, ასეთი ნეიტრინოები ”სვიფტისა” და ”ნუსტარის” მიერ დანახული ანთებების მერეც რამდენიმეჯერ დააფიქსირეს”.

swift      Nustar(NASA).                                  ”სვიფტი”(NASA).

 ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ნაწილაკების აჩქარება კოსმოსური აფეთქებით წარმოქმნილი დარტყმითი ტალღით ხდება. შემდეგ, ეს ნაწილაკები იშლებიან, მათ შორის მაღალი ენერგიების ნეიტრინოებადც.

 აღსანიშნავია, რომ ნეიტრინოების აღმოჩენა, რომელთა წყარო შავი ხვრელია, მეცნიერებს სხვა გამოცანის ამოხსნაშიც დაეხმარება, რომელიც მაღალი ენერგიების კოსმოსური სხივების ძებნას ეხება. ეს სხივები(ძირითადად) დამუხტული ნაწილაკებისგან შედგებიან, მაგნიტურ ველში გადაიხრებიან და მათი ტრაექტორიის განსაზღვრა შეუძლებელი ხდება. ესენიც და მაღალი ენერგიების ნეიტრინოებიც მშვილდოსანი A*-ს დარტყმითი ტალღით აჩქარებული ნაწილაკების დაშლით შეიძლება ჩნდებოდნენ. ეს ვარაუდი დეტალურ გადამოწმებას მოითხოვს და უახლოს მოამვალში, ვისკონსინის უნივერსიტეტის ასტროფიზკოსები სწორედ ამით იქნებიან დაკავებულნი(კიდევ ნეიტრინობზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.