ბნელი მდინარე

 ნისლეული მილი და ელვარე ანტარესის ახლო სივრცე, ბნელი ღრუბლითაა შეერთებული, რომელსაც ბნელ მდინარეს უწოდებენ. ამ სურათზე ის თითქოს მარცხენა კუთხიდან გამოედინება. მდინარის სიშავე განპირობებულია მტვრით, რომელიც შორეული ვარსკვლავების სინათლეს ფარავს, თუმცა თვითონ ნისლეული ძირითადად წყალბადისა და მოლეკულური ღრუბლებისგან შედგება. მტვრით შემოფარგლულ წითელ ზეგიგანტს – ანტარესი (მორიელის ალფა), თავის გარშემო უჩვეულო ყვითელი ამრეკლი ნისლეული წარმოუქმნია. ოდნავ ზემოთ მდებარე ცისფერი ორმაგი ვარსკვლავი – გველისმჭერის ρ, თვალისთვის უფრო ჩვეული ცისფერი ამრეკლი ნისლეულით არის შემოსაზღვრული, ხოლო მათ გარშემო ყველგან წითელი ემისიური ნისლეულებია მიმოფანტული. ანტარესის ზემოთ და მარჯვნივ, სფერული ვარსკვლავთგროვა M4 ჩანს, რომელიც ამ ფერადი ღრუბლებიდან გაცილებით შორსაა, დაახლოებით 7000 სინათლის წელი დედამიწიდან. თვითონ ბნელ მდინარემდე მანძილი 500 სინათლის წელია. ეს შთამბეჭდავი გამოსახულება რამდენიმე ფოტოსურათით არის შედგენილი და ცაზე 10 გრადუსის (20 სავსე მთვარის ზომა) ზომის სივრცეს იკავებს, მორიელის თანავარსკვლავედის მიმართულებით (მთვარე, მარსი, სატურნი და ანტარესი ღამის ცაზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.