უცხოპლანეტელები არსებობენ?

 უცხოპლანეტელ გადამთიელებთან კონტაქტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საკამათო თემაა.
ადამიანთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ასეთი კონტაქტები ნამდვილად ხდებოდა, სხვები სკეპტიკურად არიან განწყობილნი და დარწმუნებული ნაწილისთვის ირონიულ გამონათქვამებსაც არ იშურებენ. სრულიად შესაძლებელია, რომ ამბავს ინდოელი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ნახატების შესახებ, რომლებზეც უცხოპლანეტლები არიან გამოსახული, იგივე ბედი ეწიოს. ათი ათასი წლით დათარიღებულ ნახატებზე, სკაფანდრებში გამოწყობილი ფიგურები და სამფეხა მფრინავი აპარატებია გამოსახული. ადგილობრივთა განცხადებით, ეს ნახატები ციდან ჩამოსული არსებების შესახებ მოგვითხრობენ, რომლებმაც სოფლის რამდენიმე მოსახლე თან წაიყვანეს.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=8N1J2xYoUqg

 სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, სურათებზე კი სარიტუალო ჩაცმულობაა გამოსახული. ამავე დროს, მეცნიერები, რომლებიც უცხოპლანეტელებთან შესაძლო შეხვედრის ფაქტებს სწავლობენ, ამტკიცებენ, რომ ამ საკითხისადმი ირონიული მიდგომა არამართებულია. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მათი არ არსებობა ჯერ არავის დაუმტკიცებია, ხოლო სხვა სამყაროების არსებობაში მენციერებიც დარწმუნებულნი არიან.

 თუ უცხოპლანეტელები არსებობენ, შეეძლოთ მათ ადამიანებთან კონტაქტის დამყარება წარსულში და ხდება თუ არა ეს ახლაც? პალეოკონტაქტის მტკიცებულებები არ არსებობს – მხოლოდ ფაქტები, რომელთა ახსნა ძალიან ძნელია. უნდა გაირკვეს, ეს ფაქტები უცხოების არსებობის მტკიცებულებაა თუ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია(ამო კაცობრიობის ისტორიაში).

 ინდოეთში ნანახი ნახატები გამონაკლისს არ წარმოადგენს, მსგავსი არტეფაქტები ყველა კონტინეტზეა აღმოჩენილი. აშკარაა, რომ სანამ მენციერები სკაფანდრში გამოწყობილ უცხოპლანეტელს არ ჩამოართმევენ ხელს, კამათი იმის შესახებ, რას გამოსახავენ ეს არტეფაქტები, კიდევ გაგრძელდება(ძველი ცივილიზაციები).

რაში დასჭირდათ უცხოპლანეტელებს სკაფანდრი? ალბათ, მომაკვდინებელი ვირუსებისგან ადამიანების ან საკუთარი თავის დასაცავად. გამოდის, რომ ისინიც ჩვენნაირი ფიზიკური არსებები ყოფილან, ჩვენნაირი გენეტიკური აპარატით. ამასთან ერთად არსებობს მოსაზრებაც, სიცოცხლის განსხვავებული ფორმების არსებობის შესახებ – ამიკის ან სილიციუმორგანული. პირველი ტიპისთვის, ანტარქტიდაც ცხელი ადგილი იქნებოდა, მეორეს კი არც ღუმელში დასცხებოდა. სწორედ ამიტომ არის ჩვენი პლანეტისკენ გამომგზავრებული უცხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ატრიბუტი სკაფანდრი. იქნებ პრობლება ფსიქოლოგიაშია, არ უნდათ ადამიანები თავიანთი უჩვეულო გარეგნობით შეაშინონ. ზემოთ ხსენებულ ნახატებზე მათი საახეები არ ჩანს, სკაფანდრის ჩაფხუტზე დატანილი პრიალა მინით არის დაფარული. თუ ბნელი პლანეტიდან არიან, მაშინ მათი თვალები ინფრაწითელი გამოსხივების მიმართ იქნება მგრძნობიარე, პრიალა მინა კი სხვა გამოსხივებებისგან იცავს მათი მხედველობის ორგანოებს(ორ მზიან პლანეტაზე შესაძლებელია შავი ხეები გაიზარდონ).

 ვერც მათი ხომალდები გამოიყურება დამაჯერებლად. ლეგენდების მიხედვით, გადამთიელები ცეცხლითა და გრუხუნით ეშვებოდნენ დედამიწაზე. რეაქტიული ძრავების არაკომფორტულობის შესახებ ყველას კარგად მოგეხსენებათ – არაეკონომიური და მასიური, ნამდვილად ვერ გამოდგება ვარსკვლავთშორისი გადაფრენებისთვის. ძველი ადამიანის თვალსაწიერიდან, გადაადგილების ასეთი საშუალება ზეტექნოლოგიაა, ახალა კი ყველამ ვიცით, რომ ზეობამდე კიდევ ბევრი გვიკლია.

 ”მფრინავი თეფშები”(“ფენიქსის ნათება”)? ჩვენი დროის ადამიანები ცაში ხედავენ ობიექტებს, რომლებიც მყისიერად ამუხრუჭებენ და ასევე სწრაფად ჩქარდებიან, მოძრაობის მიმართულებას მახვილი კუთხით იცვლიან, ახდენენ ფიზიკის კანონების სრულ იგნორირებას. მათში რომ ცოცხალი არსებები ყოფილიყვნენ, გადატვირთვა, უხეშად რომ ვთქვათ, ”კედელზე” გადღაბნიდა მათ. თუ უცხოპლანეტელებმა ტექნოლოგიის მწვერვალებს მიაღწიეს, რატომ ახდენენ თავიანთი თავის ასეთ უჩვეულო დემონსტრირებას? რა პრობლემაა უხილავ მდგომარეობაში გადასვლა, ან ბიომექანიკური რობოტების გამოგზავნა, რომლებსაც ადამიანისგან ვერ განასხვავებ(თქვენი კიდევ ერთი ვერსია პარალელურ სამყაროში)?

 ადამიანები ახლაც ქიმიურ რაკეტებს იყენებენ და არც უახლოეს მომავალში შეიცვლება რამე. მზის სისტემის ფარგლებში სამოგზაუროდ პლაზმური, იონური და ატომური ძრავებია საჭირო, ვარსკვლავებისკენ მათი სშაულებით ვერ გაფრინდები, რამე რევოლუციურია საჭირო. მაგალითად, დრო-სივრცის გამამრუდებელი ძრავა(warp-drive. ხომალდი დრო-სივრცის დეფორმაციის ძრავით). ერთი ვარსკვლავიდან მეორემდე გადასაფრენად, სინათლის სიჩქარით ფრენა საჭირო აღარ იქნება, არც ფიზიკის კანონები დაირღვევა. თეორიულად, დრო-სივრცის გამამრუდებელი ძრავას შექმნა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის, არსებობს მრავალი საკითხები და გამოწვევები ამ სფეროში. იქნებ, უძველეს ნახატებში გამოსახული ასტრონავტები, დეფორმირებული სივრცით თავიანთ თავთან მოფრენილი ადამიანები არიან(დროის მარყუჟი: მოგზაურობა წარსულში)?

 არსებობს მრავლობითი სამყაროების(მულტისამყარო) არსებობასთან დაკავშირებული ჰიპოთეზაც – მეზობელი სამყაროები, ან ერთმანეთში ”ჩაშენებული” სამყაროები(თქვენი კიდევ ერთი ვერსია პარალელურ სამყაროში). ასეთ შემთხვევაში, უცხოპლანეტელები, სხვა სივრციდან მოსული მეზობლები არიან, რომლებიც შემთხვევით დაგვადგებიან, ან გარკვეული მიზნებით გვსტუმრობენ ხოლმე(ეს უხარისხო მფრინავი თეფშები).

 მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნათქვამი, ადამიანებსა და უცხოპლანეტელებს შორის კონტაქტს არ ამტკიცებს, ის მაინც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი ცივილიზაციის განვითარებაში არა მარტო საოცარი ტექნიკური გარღვევები და გასხივოსნებები აღინიშნებოდა, არამედ რეგრესი, ჩავარდნები და წარუმატებლობაც(WOW და სხვა სიგნალები…).

 

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.