ბნელი მატერიის კვალი არც გამა-ფონში დაიმზირება

 გამა ფონში ამ გამოსხივების უჩვეულო კვალი იგულისხმება, რომელიც დროდადრო სამყაროს ყველა მიმართულებით დაიმზირება ხოლმე. ითვლებოდა, რომ ეს გამა სხივები იდუმალი ბნელი მატერიის კვალი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ახალი კვლევით ირკვევა, გამოცანას კიდევ უფრო რთული სახე აქვს.

 გამა სხივები, თვალით უხილავი, სხვა ფოტონებზე მეტი ენერგიის მქონე ფოტონების ნაკადია. ელექტრომაგნიტური გამოსხივება უკიდურესად მცირე ტალღის სიგრძით  < 5×10−3 ნმამის გამო მას ახასიათებს კარგად გამოხატული კორპუსკულარული (ნაწილაკური) და სუსტად გამოხატული ტალღური თვისებები. გამა კვანტები მაღალი ენერგიის ფოტონებია, 105ევზე მაღლა, თუმცა მკვეთრი საზღვარი მასა და რენტგენის გამოსხივებას შორის არ არსებობს. 1 – 100 .ევ. (რა არის ელექტრონვოლტი?) ენერგიაზე მათ განასხვავებენ წარმომქნელი წყაროების მიხედვით: თუ ის გამოსხივდება ბირთვული გადასვლებისას, მაშინ გამა გამოსხივებაა; თუ ელექტრონების ურთიერთქმედებებისას ან ატომის ელექტრონულ გარსში გადასვლებისას, მაშინ რენტგენის გამოსხივებაა. ამ გამოსხივების წყაროებია: ატომური რეაქციები, ანიჰილაცია, ნეიტრალური პიონის დაშლა, მაღალი ენერგიების ელემენტარული ნაწილაკების გადახრა მაგნიტურ და ელექტრულ ველებში (სინქროტრონული გამოსხივება).

 გამა სხივები, α და ß სხივებისაგან განსხვავებით, არ გადაიხრება ელმაგნიტურ ველში და მაღალი შეღწევადობის უნარი ახასითებს, ერთნაირი ენერგიებისა და სხვა თანაბარი პირობების მიუხედავად. გამა კვანტები ახდენს ნივთიერების იონიზაციას (საშიშია ცოცხალი ორგანიზმებისთვის), ამ დროს ხდება ფოტოეფექტი, კომპტონისეული გაბნევა, ელექტრონპოზიტრონული წყვილების გაჩენა, ფოტობირთვული პროცესები.

 გაბნეული გამა ფონი, წინა საუკუნის სამოციანი წლებიდან არის ცნობილი. დღევანდელი დღისთვის, ამ ფონის 3000-მდე წყაროა აღმოჩენილი, რომელთა რაოდენობა თვითონ ამ გამა ფონის მოცულობას არ შეესაბამება. აღმოჩნდა, რომ სამყაროსეულ გამა სხივების 75%-ს ჩვენთვის უცნობი წარმოშობა აქვს.

blazari pks 142+240 ამ გამოსხივების წყაროებია – ბლაზარები (კომპაქტური კვაზარი), გალაქტიკათა ცენტრებში მდებარე ზემასიურ შავ ხვრელთან დაკავშირებული, ელექტრომაგნიტური ენერგიის გიგანტური რაოდენობით მასხივებელი ობიექტები. ასევე, პულსარები და ზეახლები. გამა ფონის ასეთი მოცულობა, მხოლოდ ამ ობიექტებით ვერ აიხსნება.

 მეცნიერთა თქმით – ”გამა მხედველობა რომ გვქონოდა, ცაზე ყოვლისმომცველ გამა ფონს დავინახავდით, ყოველგვარი მისგან თავისუფალი მონაკვეთების გარეშე”. მისდამი დიდი ინტერესი იმით არის განპირობებული, რომ ამ გამა ფონზე, ბნელი მატერიის ნაწილაკთა კვალი შეიძლება იყოს ასახული (ბნელი მატერიის ანიჰილაციის ”ხელმოწერა”).

 მატერიის ჰიპოთეტური ფორმა – ბნელი მატერია (ფრიც ცვიკი(Fritz Zwicky) და ვალტერ ბაადე(Valter Baade)), მხოლოდ გრავიტაციით ურთიერთქმედებს ჩვეულებრივთან (ყველაფერი, რისგანაც ჩვენ და სხვა ხილული მატერია (ბარიონული) შედგება) და ეს ჭარბი გრავიტაცია, რომელიც გალაქტიკებისა და მათი გროვების მთლიანობას უზრუნველყოფს, დღევანდელი დღისთვის, სწორედ მისი არსებობით აიხსენბა, თუმცა ყველა ძალისხმევის მიუხედავად, აღმოჩენა ვერაფრით ვერ ხერხდება (LUX-ი ბნელი მატერიის ნაწილაკებს ვერ ხედავს). არა და არსებობს, რაც არ უნდა იყოს ის სინამდვილეში, რადგან გალაქტიკებზე ნამდვილად ზემოქმედებს.

qso-b0218357-gama_anteba-linzireba-10_12-dge-sxvaoba

 ამსტერდამის უნივერსიტეტის მენციერებმა, მათია ფორნაზის ხელმძღვანელობით, სხვა ძლიერი ტელესკოპებისა და ფერმის სახელობის ორბიტული გამა ტელესკოპის მიერ 81 თვის განმავლობაში დაგროვებული მონაცემები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ გამა ფონი, ძირითადად, ორი ტიპის გამა გამოსიხვებისგან შედგება: მოსული მაღალენერგიული და დაბალენერგიული წყაროებიდან.

კონკრეტულად საიდან?

 მონაცემთა ხსენებულ ბაზაზე დაყრდნობით, მენციერებმა აღმოაჩინეს, რომ მაღალი ენერგიის მქონე გამა სხივები ჯერ არ აღმოჩენილი ბლაზარებიდან უნდა მოდიოდეს – ამ ჰიპოთეზაზე მკვლევართა სხვადასხვა დამოუკიდებელი ჯგუფები მუშაობენ.

მძლავრი გამა პულსარები, ნისლეული ტარანტული.

 ამავე დროს, დაბალი ენერგის გამა გამოსხივების წყარო ისევ უცნობი რჩება. მეცნიერთა განცხადებით, ბლაზარები, პულსარები და ზეახლები ამ გამოსხივების წყარო ვერანაირად ვერ იქნება. კომპლექსური კომპიუტერული მოდელირებაც იგივეზე მეტყველებს – ბნელი მატერიის ანიჰილაცია (ბნელი მატერია და უცნობი ტიპის ფუნდამენტური ურთიერთქმედება) და მისი რაიმე სხვა სახის კოლაფსის როლი გამა ფონის შექმნაში უმნიშვნელო იქნებოდა.

 ”ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები, სხვების მიერ ჩატარებულ მსგავს კვლევებს დაემატა. ანალიზი გვიჩვენებს, რომ იზოტროპული (ერთგვაროვანი) გამა ფონი, ბნელი მატერიის ზემოქმედების კვალს არ შეიცავს” – ამბობს ფორნეზა (ახალი მონაცემები ბნელი მატერიის წინააღმდეგ; კიდევ ბნელი მატერიის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.