ასტრონომებმა ფერმის ბუშტებში მოძრავი გაზის ნაკადის სიჩქრე გაზომეს

 ფერმისეული ბუშტები, ირმის ნახტომის დისკოს ზემოდან და ქვემოდან მდებარე სფერული ფორმის, რენტგენის დიაპაზონში სუსტად მანათობელ ადგილებია.

 თითოეული ბუშტის ზომა დაახლოებით 30 ათასი სინათლის წელია. ისინი, ცნობილი იტალიელი ფიზიკოსის, ენრიკო ფერმის სახელობის კოსმოსურმა გამა-ობსერვატორია ”ფერმიმ” აღმოაჩინა.

 ასეთი ობიექტების არსებობის ამხსნელი ორი ჰიპოთეზა არსებობს. ერთის მიხედვით, ბუშტების ფორმირება გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელიდან ამოსული გაზის ნაკადით წარმოქმნილმა მაგნიტურმა ველმა მოახდინა. მეორეს მიხედვით – ეს ბუშტები ზეახლების აფეთქებებით გაჩნდა.fermis konstruqcia deteqotris ბუშტებში მოძრავი გაზის სიჩქარის დადგენა, ფერმის ზედა ბუშტის კიდესთან მდებარე კვაზარის – PDS 456, გამოსხივებასთან შედარებით მოხერხდა – 1000 კმ/წმ. გველის თანავარსკვლავდის მიმართულებით მდებარე ამ კვაზარამდე მანძილი 2 მილიარდი სინათლის წელს უტოლდება. მეცნიერების აზრით, ფერმის ბუშტების ასაკი 4 მილიონ წელს არ უნდა აღემატებოდეს (და არც 2,5 მლნ. წელზე ნაკლები იქნება). სხვა შეფასებებით მიღებული ეს მონაცემი 1 მილიონიდან 3 მილიონამდე წელს უტოლდებოდა.

 ნაწილაკების სიჩქარის გაგება ფერმის ბუშტების წარმოშობას ვერ გვიხსნის, ამის დადგენაში მომავალი კვლევები დაგვეხმარება (ასტრონომებმა გიგანტურ რენტგენულ ბუშტებს ახსნა მოუძებნეს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.