მზის ზედაპირი, ბირთვზე ნელა ბრუნავს

 ფიზიკოსთა ჯგუფმა, მზის ზედაპირისა და მისივე ბირთვის განსხვავებული სიჩქარით ბრუნვის ძველი გამოცანა გამოიცნო(Science). მნათობის მიერ გამოსხივებული ენერგია იმდენად დიდია, რომ ვარსკვლავური მატერიის ზედა ნაწილს საწინააღმდეგო მიმართულებით უბიძგებს და ამუხრუჭებს მას. ეს ჰიპოთეზა, ასტრონომთა მიერ ჩატარებული ახალი დამზერებით დასტურდება: თხელი ”ტყავი”, რომელიც მზეს ფარავს, ოდნავ ქვეშ მდებარე ფენზე ნელა მოძრაობს.

 რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მზე არა ბურთივით ბრუნავს, არამედ, როგორც ოდნავ მოხარშული კვერცხი: გარე ფენა 5%-ით ნელა მოძრაობს, რის გამოც საერთო სიჩქარეში წანაცვლებასა და ცვლილებას იწვევს. ამ კვლევის წამყვანი ავტორი, ფიზიკოსი ჯეფ ქუნი(ჰავაის უნივერსიტეტი, ჰონოლულუ) ამბობს, რომ ბირთვიდან გამოსხივებული ფოტონების იმპულსით გადაცემული ენეგია სრულიად საკმარისია, რომ გარე ფენის ბრუნვა დამუხრუჭდეს. რაც უფრო ახლოა ფენა ბირთვთან, მით უფრო უმნიშვნელოა ამ გამოსხივების ზემოქმედებაც, ამიტომ ბირთვი ყოველთვის ოდნავ სწრაფად ბრუნავს.

 მზიური პლაზმის ბრუნვითა და სიბლანტით წარმოქმნილი ბრუნვის მომენტის საფუძველზე, მეცნიერებმა ამ სიჩქარეთა შორის არსებული სხვაობა, სავარაუდო 2%, გამოითვალეს, 150 კილომეტრიან თხელ გარე გარსსა და 35 000 კილომეტრიან ქვედა ფენას შორის. დაკვირვებები, მზიური დინამიკის ობსერვატორიის(SDO, NASA) საშუალებით ჩატარდა, რომელიც ჩვენ მნათობს 2010 წლიდან იკვლევს(მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.