ბნელი მატერია და კოსმოსური გამოსხივების არაერთგვაროვნება

 ფიზიკოსი პატრიკ ჰარდინგი ლოს-ალამოსის ნაციონალური ლაბორატორიიდან თვლის, რომ კოსმოსური გამოსხივების ანიზოტროპია  ტერაელექტრონვოლტიან დიაპაზონში ბნელი მატერიის ანიჰილაციით(1) არის გამოწვეული(arXiv.org.). ანიზოტროპია ამ შემთხვევაში ნიშნავს კოსმოსური გამოსხივების არათანაბარ განაწილებას ცის თაღზე. ენერგიის ტერაელექტრონვოლტიან დიაპაზონში ეს არაერთგვაროვნება, სხვა პროექტებთან ერთად, დეტექტორმა IceCube-მაც დააფიქსირა. ანიზოტროპია 10 გრადუსის რიგის მასშტაბებში იქნა აღმოჩენილი.
 ამ მომენტისთვის ხსენებული ანიზოტროპიის ზუსტი ახსნა ფიზიკოსებს არ გააჩნიათ. მათი ვარაუდით, მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში გალაქტიკის მაგნიტური ველი და მზის მაგნიტური ველი თამაშობენ(მზის სისტემის საბაჟო:”მაგნიტური ჩქაროსნული გზები”). დამუხტუნი ნაწილაკები, მოძრაობენ რა ამ ველების მიერ წარმოქმნილ ”მაგნიტურ ნაკადებში”, კონებად იკრიბებიან, რაც მათ არათანაბარ გადანაწილებას იწვევს.
 არსებული თეორიების სისუსტე იმაშია, რომ მზის მახლობელ გარემოში ასეთი ენერგიის ნაწილაკების წყაროები არ დაიმზირებიან(პულსარები, ვარსკვლავები და ა.შ.). ამასთან ერთად, ამ დიაპაზონის კოსმოსური გამოსხივების თვისებები და სპექტრული განსაკუთრებულებები იმაზე მეტყველებენ, რომ წყაროები საკმაოდ ახლოს უნდა მდებარეობდნენ – დაახლოებით 100 პარსეკის(326 სინ. წელი) მანძილზე, ან უფრო ახლოს.
 ჰარდინგის წარმოდგენით ასეთი წყარო ბნელი მატერიის გროვა შეიძლება იყოს. დედამიწასთან საკმაოდ ახლოს. უფრო მეტიც, დამზერილი გამოსხივების სპექტრის თავისებურება(კერძოდ, მკვეთრი ”ვარდნა” 10 ტერაელექტრონვოლტზე მაღალი ენერგიისთვის) წარმოდგენილ სქემაში კარგად თავსდება(ბნელი მატერიის კვალი დედამიწაზე).
 ბნელს (ან დამალულ მასას) ფიზიკოსები უწოდებენ მატერიას, რომელიც ჩვეულებრივ მატერიასთან ურთიერთქმედებაში მხოლოდ გრავიტაციული ძალებით შედის. ტერმინი(ფრიც ცვიკი), გალაქტიკის კიდეზე მდებარე ვარსკვლავების მაღალი კუთხური სიჩქარეების ასახსნელად იქნა შემოღებული – ვარსკვლავები თეორიულად ნავარაუდევზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ, ხილული(ბარიონული) მატერიის რაოდენობის შეფასების გათვალისწინებით(ახალი თეორია ბნელ მატერიასთან დაკავშირებით).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.