ახლოს მდებარე სპირალური გალაქტიკა NGC 2841

 დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით, დედამიწიდან 46 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა NGC 2841, ცნობილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მასიური გალაქტიკაა. ამ მკაფიო გამოსახულებაზე კარგად ჩანს მისი მოყვითალო ბირთვი და დისკო. მჭიდროდ ჩახვეულ მკლავებში, მტვრის ჩანართებს შორის, მოწითალო ფერის ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონები და ახალგაზრდა ვარსკვლავთა ცისფერი გროვები დაიმზირება. NGC 2841-ის დიამეტრი 150 ათასი სინათლის წელია, ანუ ჩვენს გალაქატიკაზე დიდია. რენტგენში გადაღებული NGC 2841-ის ფოტოები კი გვიჩვენებს, რომ ვარსკვლავური ქარები და ზეახალთა აფეთქებები, ცხელი გაზის ჭავლებს ქმნის, რომლებიც გალაქტიკის ჰალოში გამოიტყორცნება (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.