28.11.2024.
კიდევ ერთი საშიში ასტეროიდი

55 მილიონ ტონიანი ასტეროიდი ახლოს ჩაუფრენს დედამიწას. ამის შესახებ იტყობინებიან ნასას სპეციალისტები. კილომეტრის მეოთხედზე ცოტა მეტი ზომის ობიექტის დანახვა ჩვეულებრივი ტელესკოპითაც იქნება შესაძლებელი.
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ

55 მილიონ ტონიანი ასტეროიდი ახლოს ჩაუფრენს დედამიწას. ამის შესახებ იტყობინებიან ნასას სპეციალისტები. კილომეტრის მეოთხედზე ცოტა მეტი ზომის ობიექტის დანახვა ჩვეულებრივი ტელესკოპითაც იქნება შესაძლებელი.

პლუტონის ატმოსფერო ბოლო 11 წლის განმავლობაში 100 დან 3 ათას კილომეტრამდე გაიზარდა. ასეთი მონაცემები, მიღებულ იქნა ამ ჯუჯა პლანეტაზე დაკვირვებებით, მეცნიერთა ჯგუფის მიერ, რომლებიც მოხსენებით გამოვიდნენ სამეფო ასტრონომული საზოგადოების სხდომაზე, რომელიც უელსში ტარდება(ინგლისი). მოკლედ ამის შესახებ იუწყება პორტალი Space.com.

ბრიტანელმა ასტრონომებმა დაადგინეს, რომ 7 მილიარდი წლის წინ ელიფსურმა გალაქტიკებმა ზრდა შეწყვიტეს. თავიანთი ნაშრომი მათ წარმოადგინეს სამეფო ასტრონომული საზოგადოების სხდომაზე, რომელიც ამჟამად უელსში მიმდინარეობს.
მომავალში ასტრონომები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, ვეღარ შეძლებენ ადრეული სამყაროს ევოლუციის, კერძოდ კი დიდი აფეთქების შესწავლას, ამას მათ მაგივრად თანამედროვე თანამედროვე ასტრონომები გააკეთებენ.
შორეული და ყველაზე მასიური გალაქტიკური კლასტერი, რომელიც ხილულ და ინფრაწითელ დიაპაზონებშია გადაღებული. თეთრი ხაზებით ნაჩვენებია ობიექტის რენტგენული გამოსხივება( Harvard-Smithsonian CfA).
მაშინ როცა სხვა პულსარები ბერდებიან, პულსარი PSR B1509-58 ახალგაზრდად გამოიყურება. სინათლე, რომელიც ამ ზეახალის აფეთქების მერე გამოსხივდა, დედამიწამდე მინიმუმ 1700 წლის მერე მოვიდა. დამაგნიტებული, 20 კილომეტრი დიამეტრის ნეიტრონული ვარსკვლავი 7 ბრუნს აკეთებს წამში ღერძის გარშემო.
დიდი და ლამაზი გალაქტიკა NGC 5584-ის დიამეტრი 50 000 სინათლის წელია, ჩვენიდან 72 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით.
ობიექტი გედი X-1 მზიდან 6000 სინათლის წლითაა დაშორებული(Marshall Space Flight Center).
ცნობილი შავი ხვრელის გვირგვინში მეცნიერებმა ძლიერად პოლარიზებული გამა-სხივების წყარო აღმოაჩინეს. მათი წარმომავლობის კვლევით კიდევ უფრო მეტი გახდება ცნობილი შავი ხვრელებისა და იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მოვლენათა ჰორიზონტთან ახლოს ხდება.