მარსის შემსწავლელმა ლაბორატორიამ „ცნობისმოყვარეობა“ კოსმოსური რადიაციის მონაცემთა შეგროვება დაასრულა

 მარსმავალმა  MSL “curiosity”-მ კოსმოსური რადიაციის მონაცემთა შეგროვება დაასრულა, რომელსაც იგი წითელი პლანეტისაკენ მიმავალ გზაზე ფრენის დროს აკეთებდა(NASA).

ევროპას ოკეანედან წყალი ზედაპირზეც ამოდის

  მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იუპიტერის თანამგზავრის, ევროპას სიღრმეში არსებული ოკეანედან ნივთიერებები ყინულოვან ზედაპირზე ხვდებიან(ScienceNow).

რამდენ ხანში იშლება ურანი?(ლევანი)

  ურანის გამოღვიძება არასწორი ტერმინია, ურანს სულ „ღვიძავს“, ის რადიოაქტიურია ბუნებრივად და რადოიაქტიურ დაშლას განიცდის. რადიოაქტიურ ელემენტებს განსხვავებული დაშლის პერიოდი აქვთ, ზოგს იმდენად დიდი, რომ პრაქტიკაში მათ ნახევრად დაშლის პერიოდს იყენებენ, რათა არ მოხდეს ძალიან დიდი ციფრებით მანიპულირება. მაგალითად, ურანი 235, რომელიც ატომური საწვავის მთავარი ელემენტია, ნახევრად დაშლის პერიოდი 235U 7,13×108 წელს უტოლდება.

მარსისკენ მოგზაურობა მოსაწყენი საქმეა…

 ფიზიოლოგებმა ექსპერიმენტ „მარს-500“-ის მონაწილეების აქტიურობისა და ძილის რეჟიმის დარღვევა აღმოაჩინეს, რომელიც წითელი პლანეტისკენ ფრენის სიმულაციის დროს პროგრესირებდა. ამერიკელი მეცნიერების დაკვირვებების შედეგების მოკლე მიმოხილვა ჟრნალ ScienceNow–სა და Wired–ში გამოქვეყნდა.