კოსმოსში ფრენა ასტრონავტების ვიზუალური აღქმის აპარატზე მოქმედებს

  მართლაც ასე საშიშია ასტრონავტებისთვის კოსმოსში ფრენა? ამ კითხვაზე ამერიკის კოსმოსის კვლევის სააგენტო NASA პასუხობს. ის გახდა კვლევის სპონსორი, რათა გაირკვეს, როგორ მოქმედებს ასტრონავტების ჯანმრთელობასა და აღქმის სისტემაზე კოსმოსური ფრენები. კვლევების დროს დადგინდა, რომ კოსმოსში 6 თვე და მეტი ვადით ყოფნას, ასტრონავტთა ვიზუალური აღქმის აპარატის მუშაობაში შეუძლია ცვლილებათა მთელი სპექტრი გამოიწვიოს.

სინჯებს ფობოსიდან ნანოთანამგზავრი ჩამოიტანს?

  რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მკვლევარებმა მარსისკენ იაფიანი აპარატის გაშვების შესაძლებლობაზე გაკეთეს განცხადება, რომლის მასა რამდენიმე ერთეული კილოგრამი იქნება. ასეთ მინიატურულ მზვერავს ნამდვილი საპლანეტათშორისო გადაფრენის შესრულება შეუძლია.

ლაზერი ასტეროიდის წინააღმდეგ

 დედამიწის ასტეროიდებისგან დასაცავად მეცნიერებმა მზის ბატარეებზე მომუშავე ლაზერებით აღჭურვილი თანამგზავრების გამოყენების გეგმა წარმოადგინეს. მათი ჩანაფიქრის მიხედვით, ლაზერები საშიში ციური სხეულების ტრაექტორიას მათი ზედაპირიდან მატერიის ნაწილის აორთქლებით შეძლებენ(1;2).

ტელესკოპი H.E.S.S. II

 ამ გამოსახულებაზე წარმოდგენილია ტელესკოპი H.E.S.S. II – სტერეო სისტემა მაღალი ენერგიების გამოსხივების რეგისტაციისათვის.

ატომური საათი გეოიდის შესასწავლად

  მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა პორტატული ატომური საათებით გეოიდის ფორმის ზუსტი გაზომვის ახალი ხერხი წარმოადგინა. მეცნიერთა თქმით, ჯერჯერობით მათი იდეის სარეალიზაციოდ საჭირო ტექნოლოგია არ არსებობს, თუმცა უხალოს მომავალში უკვე იარსებებს(Geophysical Journal International, arXiv.org).