28.11.2024.
სუსტი ურთიერთქმედება
ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებიდან ერთ-ერთი. ელემენტარულ ნაწილაკებს შორის მოქმედი სუსტი ურთიერთქმედება(ს.უ.) გაცილებით სუსტია ელექტრომაგნიტურზე, თუმცა გაცილებით ძლიერი გრავიტაციულზე. ოთხმოციან წლებში დადგინდა, რომ ს.უ. და ელექტრომგნიტური ურთიერთქმედება ერთიანი ელექტროსუსტი ურთიერთქმედების განსხვავებული გამოვლინებაა.
ასტრონომებმა მზის სისტემაში დაახლოებით 33 ათასი აქამდე უცნობი ასტეროიდი და 20 კომეტა აღმოაჩინეს. ყველა ეს ობიექტი ორბიტალურმა ტელესკოპმა WISE-მ მოძებნა, რომელიც ამჟამად თავისი მისიის “სითბურ”(ის ინფრაწითელ დიაპაზონზე მუშაობს) ნაწილს ასრულებს.
ტროელი ასტეროიდები, მათ სახელი ჰომეროსის ”ილიადაში” აღწერილი ტროას ომის მიხედვით მიიღეს. ისინი კოსმოსური ობიექტების საკმაოდ საინტერესო ტიპს მიეკუთვნებიან, რადგან ორბიტას სხვა პლანეტასთან ერთად იყოფენ. ტროელები აღმოაჩინეს იუპიტერთან, მარსთან და ნეპტუნთან, ახლა კი დედამიწასთანაც.
