28.11.2024.
NASA იუპიტერის ევროპასთვისაც იცლის
წლევანდელი წლიდან მარსზე ახალი ამერიკული მარსმავალი „ცნობისმოყვარეობა“ მუშაობს, მას მომავალში ორბიტალური ზონდი Maven-ი შეუერთდება, 2016 წელს დასაშვები აპარატი InSight-ი, 2020 წლისთვის კი წითელი პლანეტისკენ ახალი მარსმავალი აიღებს სტარტს. ამით პერსპექტივები არ მთავრდება. ყველა სხვა სამიზნეებთან ერთად ნასა იუპიტერის ევროპასაც გამოიკვლევს(Space.Com).
როგორ წარმოიქმნა ეს წითელი ოთხკუთხა ნისლეული? ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ცენტრში ხნიერი ორმაგი ვარსკვლავი მდებარეობს, რომელიც აიძულებს ნისლეულს ანათოს. ფორმას განაპირობებს სქელი მტვრის გარსი, რომელიც ქმნის გაზებისგან შემდგარ ასო იქსის(X) მაგვარ კონუსურ ნაკადს.
მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა იუპიტერი 29 ოქტომბერს პირისპირ დგომის წერტილს გაივლის, დედამიწის ცაზე ზუსტად მზის საწინააღმდეგო მხარეს დადგება. ასეთ კონფიგურაციაში ის დედამიწასთან ახლოსაა და საუკეთესო ობიექტია დაკვირვებებისთვის.