სეზონების ცვლილება

დედამიწის ღერძის დახრილობის გამო, წლის განმავლობაში ჰორიზონტის მიმართ მზის ასვლის სიმაღლე იცვლება(შესაბამისად დღის ხანგრძლივობაც). ჩრდილოეთ ნახევარსფეროში , როცა ღერძი მზისკენაა გადახრილი, დღე უფრო დიდ ხანს გრძელდება და მზეც დღის განმავლობაში ცაზე საკმაოდ მაღლა ასწრებს ასვლას. შედეგად ტემპერატურა იზრდება, ამ დროს ზაფხულია. როცა ჩრდილოეთ პოლუსი მზის საწინააღმდეგო მიმართულებითაა გადახრილი, ყველაფერი პირიქით ხდება და გარემოც უფრო ცივდება, ამ დროს ზამთარია. 

შეეჯახება თუ არა ნეპტუნი და პლუტონი ერთმანეთს? (Leonce)

 ეს ორი პლანეტა ერთმანეთს ვერ შეეჯახება, რადგან მზის გარშემო ნეპტუნის ყოველს 3 ბრუნზე, პლუტონი 2 ბრუნს აკეთებს(რეზონანსი 3:2 მათ ერთმანეთთან ახლოს მისვლასაც კი არ უშვებს). თან ეკლიპტიკის მიმართ პლუტონის ორბიტა ძალიან დიდი კუთხითაა(170 ) დახრილი, ვიდრე დანარჩენი პლანეტები. ნეპტუნზე ახლოს კი მიდის მზესთან, მაგრამ ზუსტად ნეპტუნის ორბიტას მაინც არ კვეთს.

უდიდეს ტელესკოპს ორი ქვეყანა გაიყოფს

 მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპი SKA(ანტენების მასივი ერთ კვადრატულ კილომეტრზე), ორი ქვეყნის ტერიტორიაზე აშენდება – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ავსტრალია. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მონაწილე ქვეყნების ყრილობაზე, რომელიც ამსტრდამთან ახლოს ჩატარდა. ამის შესახებ NatureNews-ი იუწყება.