ბნელი მატერიის გალაქტიკა

ასტრონომებმა ბნელი მატერიისგან შემდგარი გალაქტიკა აღმოაჩინეს. მის აღმოსჩენად მეცნიერებმა ე.წ. აინშტაინის გრავიტაციული ლინზა გამოიყენეს.

ჯუჯა გალაქტიკები ერთმანეთს მართლაც უერთდებიან

ასტრონომებმა ჯუჯა გაკლაქტიკები ერთმანეთთან შერწყმის მომენტში აღმოჩინეს. მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ The Astrohysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება, მოკლედ კი შეგიძლიათ ნახოთ arXiv.org-ზე.



ჩვენს გალაქტიკაში ალმასის პლანეტა აღმოაჩინეს

 ასტრონომებმა ყველაზე მკვრივი(წინა რეკორდსმენი) ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს. ობიექტი, იუპიტერის მასით, მხოლოდ 55 ათასი კილომეტრის ზომისაა. ანუ მისი სიმკვრივე 23 გრამია კუბურ სანტიმეტრზე, ორჯერ მეტი ტყვიის სიმკვრივეზე. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტა შესაძლებელია ერთი დიდი ალმასის კრისტალი იყოს.

ჩვენი გალაქტიკის სპირალური მკლავები კოსმოსური ავარიის შედეგად გაჩნდნენ

 ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ირმის ნახტომის სპირალური მკლავები ჯუჯა გალაქტიკასთანშეჯახებით წარმოიქმნენ. მეცნიერთა სტატია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ამის შესახებ New Scientist-ი მოგვითხრობს.

პლანეტა სხვა გალაქტიკიდან

 ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბდა. იუპიტერისმაგვარი პლანეტა ბრუნავს ვარსკვლავის (HIP 13044 ) გარშემო, რომელიც ერთ დროს ჯუჯა გალაქტიკას ეკუთვნოდა, ის შემდეგ ჩვენმა გალაქტიკამ მიიერთა.