მილანკოვიჩის ციკლები

 XIX საუკუნეში გეოლოგებმა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს: გაირკვა, რომ ოდესღაც მყინვარები ხმელეთზე გადმოვიდნენ და თითქმის მთელი ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა დაფარეს.

რეტროგრადული ეკზოპლანეტა

 მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რატომ ბრუნავს ერთ-ერთი პლანეტარული სისტემის პლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო საპირისპირო მიმართულებით.

რუსმა ასტრონომებმა ეკზოპლანეტის „მთვარე“ აღმოაჩინეს

 პულკოვოს ობსერვატორიის ასტრონომებმა ეკზოპლანეტას თანამგზავრი აღმოუჩინეს. ამის შესახე სტატია „ასტრონომულ ჟურნალში“ გამოაქვეყნდება(РИА Новости).

დედამიწის ზომის პლანეტა ნაპოვნია! მაგრამ…

მეცნიერთა აზრით სიცოცხლე რომ წარმოიშვას, პლანეტაზე უნდა იყოს სამი “ინგრედიენტი”: ორგანული მოლეკულები, რომლებსაც კომპლექსური სტრუქტურების  ფორმირება შეუძლიათ, ამ მოლეკულებისათვის იმდენი ენერგია, რომ მათ დაიწყონ რხევა და თხევადი წყალი. არსებობენ დედამიწის მაგვარი პლანეტები, რომლებსაც შესაძლებელია ჰქონდეთ ეს სამი მარაგი.

 

ყველა ვარსკვლავი ერთი ფორმისაა?(სანდრო)

კი, ყველა ვარსკვლავი სფეროს ფორმისაა, თუმცა არა იდეალურად მრგვალი, პულუსებთან ხდება მათი მცირე შებრტყელება, რადგან ეკვატორული და პულუსური სარტყელები სხვა და სხვა სიჩქარით მოძრაობენ ვარსკვლავის ბრუნვის ღერძის გარშემო(ბირთვი კიდევ უფრო სწრაფად ტრიალებს). ეს ეხება გაზურ მდგომარეობაში მყოფ პლანეტა გიგანტებსაც(იუპიტერი, სატურნი, ურანი,ნეპტუნი).

 

სატურნი

 მასა: 95,2 დედამიწის მასა (5,7•1026კგ) დიამეტრი: 120 536 კმ  სიმკვრივე: 0,69 გ/სმ3 ხილული ზედაპირის ტემპერატურა: -190°С ღერძის გარშემო ერთი სრული ბრუნი: 10 საათი 23 წუთი მზიდან საშუალო დაშორება: 9,54 ა.ე. ( 1 426,98 მლნ. კმ) მზის გარშემო სრული ბრუნი: 29,46 წელი ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე: 9,65 კმ/წმ ღერძის და ხრილობა ორბიტის მიმართ: 63,5° თავისუფალი ვარდნის აჩქარება: 11,3 მ/წმ2 მეორე კოსმოსური სიჩქარე: 36,2 კმ/წმ ალბედო: 0,5 ტრიალის მიმართულება: სწორი დედამიწიდან დაშორება: 1 199 მლნ. დან 1 653 მლნ. კმ-მდე.

როგორ ანადგურებს ვარსკვლავი პლანეტას

ყველაზე ცხელი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში შეიძლება ყველაზე მოკლე დროში განადგურდეს. განწირულ პლანეტას ამჟამად თავისივე შემქნელი ვარსკვლავი „ჭამს“. სრულ განადგურებამდე დაახლოებით 10 მილიონი წელი დარჩა.
პლანეტა სახელად  WASP-12b იმდენად ახლოსაა თავის, მზისმაგვარ ვარსკვლავთან, რომ თითქმის 1500 გრადუსამდე ცხელდება და ძლიერი გრავიტაციისაგან გაწელილი ბურთის ფორმას იღებს. ატმოსფერო სამი იუპიტერის რადიუსის გახდა და თავის მატერიას ვარსკვლავისეკენ აფრქვევს.