ყველაზე ცხელი პლანეტა

  ვარსკვლავი სახელად WASP-33 მზეზე უფრო ცხელი და მასიურია. იგი დედამიწიდან 378 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ანდრომედას თანავარსკვლავედში. პლანეტა WASP-33b ჯერ კიდევ 2006 წელს აღმოაჩინეს ტრანზიტული მეთოდით(თავისი ვარსკვლავის წინ გავლა). ასტრონომთა შეფასებით მისი მასა იუპიტერის მასაზე 4-ჯერ მეტია. თავისი ვარსკვლავის ორბიტაზე ერთ სრულ ბრუნს 1,22 დღეში აკეთებს(შედარებისთვის მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი მერკური ორბიტას 88 დღეში შემოივლის, დედამიწა 365 დღეში).

ეკზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის ელვარებაზე გრავიტაციით ზემოქმედებს

 მეცნიერებმა ვარსკვლავ HAT-P-7-ის შუქში ჩაბნელება შეამჩნიეს, რომელიც გაზური გიგანტის მძლავრი გრავიტაციული ზემოქმედებით არის გამოწვეული(ScienceNow).

დედამიწის ღერძი სხვა ვარსკვლავმა გადახარა?

 არ არის გამორიცხული, რომ ოდესღაც ჩვენს მზეს კომპანიონი ვარსკვლავი ჰყავდა, რომელმაც დედამიწის ღერძი მზის ეკვატორის მიმართ  გადახარა(Science/AAAS).