შავი ხვრელის უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანი მოვლენათა ჰორიზონტია. მეცნიერები ამ ფონომენს იკვლევენ.
მოვლენათა ჰორიზონტის შიგნით, ნებისმიერი სხეული მხოლოდ ხვრელის მიმართულებით იმოძრავებს და გარე კოსმოსურ სივრცეში დაბრუნდებას ვეღარასოდეს შეძლებს. შავი ხვრელის შიგნით მოხვედრის მერე, არაფერს შეუძლია მისი ”ხახისაგან” თავის დაღწევა.
დამკვირვებლის თვალსაზრისით, რომელიც შავ ხვრელში ვარდება, სინათლე უკუ და ხვრელის მიმართულებით ერთნაირად ვრცელდება. თუმცა ჰორიზონტის გადაკვეთის მერე დამკვირვებლის მიმართულებით მოძრავი სინათლეც ვეღარასოდეს შეძლებს ჰორიზონტის ფარგლებს გარეთ გასვლას. ჰორიზონტს შიგნით მოხვედრილი სხეული, ალბათ, სინგულარობაში ხვდება, მანამდე კი ხვრელის უზარმაზარი გრავიტაციის ზემოქმედებით სიმივით გაიწელება(ე.წ. სპაგეტიზაცია).
m87-ის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის მიერ აჩქარებული ნაწილაკების ჭავლი(ე.წ. ჯეტი).
”ჰორიზონტის გადაკვეთასთან ერთად ყველაფერი სამუდამოდ იკარგება. ეს ჩვენი სამყაროს ცალმხრივი კარებია. შეიძლება შეხვიდე, ოღონდ უკან ვეღარასოდეს დაბრუნდები” – ამბობს შეფ დოულემენი(MIT Haystack Observatory). მიუხედავად იმისა, რომ ხვრელის ჰორიზონტი წარმოსახვით ხაზს წარმოადგენს, რომლის დამზერა შეუძლებელია, მეცნიერებმა მაინც შეძლეს დაახლოებით სტაბილური ორბიტის დადგენა, რომლის მერეც ნივთიერება ჰორიზონტის საზღვარეს კვეთს და სამუდამოდ იკარგება.
კვკლევისთვის მეცნიერებმა გამოიყენეს ზემასიური შავი ხვრელი(კვაზარი), რომელიც 50 მილიონო სინათლის წლის მანძილით დაშორებულ გალქტიკა M87-ის ცენტრში მდებარეობს. ამ ხვრელის მასა 6 მილიარდი მზის მასას უტოლდება.
გამოიყენეს რა ახალი ტელესკოპი – Event Horizon Telescope(დედამიწისხელა ტელესკოპით შავი ხვრელის „ვარცხნილობას“ დავინახავთ), მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ამ ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის რადიუსი 750 მზე-დედამიწის რადიუსის ტოლია. მზიდან დედამიწამდე მანძილი კი 150 000 000 კილომეტრია(1 ასტრონომული ერთეული; ხილული სამყაროს ჰორიზინტი).