GPI-ით გადაღებული ეგზოპლანეტა

 ასტრონომებმა, მზის სისტემის ფარგლებს გარეთ 1000-მდე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, თუმცა მათი შემადგენლობის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ობსერვატორია ”ჯემინის” ახალი მოწყობილობის საშუალებით (GPI), მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ ეგზოპლანეტების პირდაპირი გადაღება მოახდინონ („ჯემინის“ ექსტრა ადაპტიური ოპტიკა).

 სისტემები, რომლებიც ეგზოპლანეტების გადაღებებით არის დაკავებული, მხოლოდ გაზის გიგანტების დანახვა შეუძლია, რომელთა ზომები იუპიტარისას 2-3-ჯრ აღემატება. კოსმოსურმა ტელესკოპმა – ”კეპლერი” ( “კეპლერის” მესამე გიროსკოპი მზე იქნება), ათასეულობით ამაზე მცირე ზომის პლანეტები აღმოაჩინა, თუმცა მათი ფოტოგრაფირება არ შეუძლია (როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს; ეკზოპლანეტობის კიდევ 833 კანდიდატი).

 ”პლანეტების შესახებ, რომლებსაც ”კეპლერი” ხედავს, თითქმის არაფერია ცნობილი. პირდაპირი გადაღება კი მათ შესახებ მეტი ინფორმაციის გაგების საშაულებას მოგვცემდა” – ამბობს კვლევის ხელმძვანელი ბრიუს მაკინტოში, ფიზიკოსი ლივერმორის სახელმწიფო ლაბორატორიიდან.

 მოწყობილობა GPI, ჩილეში, 8 მეტრიანი სარკის მქონე ”ჯემინის” ტელესკოპზეა დამონტაჟებული, რომელსაც ახალგაზრდა ვარსკვლავებთან მდებარე ეგზოპლანეტების დანახვა შეუძლია.  ადაპტიურ ოპტიკას ბევრი ობსერვატორია იყენებს, ის, ატმოსფერული ხარვეზების კომპენსირების საშუალებას იძლევა. GPI-ის ადაპტიური ოპტიკა ახალ დონეზეა აყვანილი: შუშის მაგივრად მისი სარკე მიკროელექტრომექანიკური სისტემისგან არის აწყობილი, სილიციუმის ფენაზე, რომელთა მიკრორხევები ნებისმიერ ატმოსფერულ დამახინჯებებს (ლივლივს ატმოსეფრული ჰაერის მოძრაობის გამო) აკომპენსირებს.

 მაკინტოშის თქმით, მოწყობილობა 2013 წლის 11 ნოემბერს ჩაირთო და მას მერე უპრობლემოდ მუშაობს. GPI-ით ვარსკვლავ Beta Pictoris (მხატვრის ბეტა) გარშემო მბრუნავი ეგზოპლანეტა გადაიღეს. ფოტო 60 წამში იქნა მიღებული, როცა ადრე, იგევე სამუშაო საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

 მოწყობილობას პლანეტის სპექტრული მახასიათებლების დადგენაც შეუძლია, მისი სინათლის კომპონენტებად დაშლით, ამით პლანეტის შემადგენლისა და ზედაპირის ტემპერატურის გაგებაც ხდება.

 GPI-ს მგრძნობელობა სხვა მსგავსი მოწყობილობებისას რვაჯერ აჭარბებს. მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ამ მოწყობილობაზე მუშაობს, მონაცემების ფართო საზოგადოებისთვის წარმოდგენას თებერვლის თვეში აპირებს, ხოლო ეგზოპლანეტათა შესახებ არსებული ინფორმაციის მიმოხილვა 2014 წლის მეორე ნახვარში მოხდება (იაპონელებმა ზე-იუპიტერის ფოტო გადაიღეს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.