X-კლასის ანთება მზეზე

 ასტრონომები გიგანტურ მზიურ ლაქას – AR1944-ს უთვალთვალებენ, რომელიც დედამიწის მიმართულებით 7 იანვარს შემობრუნდა და X1.2. კლასის ანთების წყაროდ იქცა(მზიდან ამონაფრქვევის სიმძლავრე სწორად არ იყო შეფასებული).

 კოსმოსური ამინდის პროგნოზირების სპეციალისტები(Space Weather Prediction Center) აცხადებენ, რომ 9 იანვარს დედამიწაზე G2 კლასის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი(ამ სკალის მიხედვით G1 სუსტი ქარიშხალია, ხოლო G5 ექსტრემალურად ძლიერი). შემდეგ, 10 იანვარს, მოვლენას უფრო სუსტი გეომაგნიტური ქარიშხალი მოჰყვება, G1-ის კლასის. ოკეანეებისა და ატმოსფეროს კვლევის ნაციონალური სამმართველო(NOAA) აცხადებს, რომ კორონალური ამონაფრქვევის პლანეტარულმა ინდექსმა(CME) შეიძლება Kp=6 სიდიდეს მიაღწიოს.

 დედამიწის მიმართულებით გამოტყორცნილი ამონაფრქვევის წყარო ლაქა AR1944-ია. ასტრონომთა თქმით, ეს რეგიონი ისევ ”კარგად მომზადებული და ენერგიულად საკმაოდ აქტიური რჩება”, ანუ, ამოფრქვევა შეიძლება კიდევ მოხდეს(აქტიური მზე და მზიური ფარი; მზე).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=jugXRYsItCM
SDO – მზის დინამიკის ობსერვატორია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.