არასწორი გალქტიკა ESO 318-13

 ვარსკვლავთა ბრილიანტის კასკადი, რომელიც გამოსახულების ცენტრში დაიმზირება, არასწორ გალაქტიკა ESO 318-13-ს ეკუთვნის, რომლის ფოტოც ”ჰაბლზე” დამონტაჟებულმა კამერამ მიიღო.

 გალაქტიკის რადიალური სიჩქარე 720 კმ/წმ. შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გალაქტიკა დედამიწას რამდენიმე მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული, ”ჰაბლით” გადაღებულ ფოტოზე ვარსკვლავები ისე ელვარედ გამოიყურებიან, რომ გვექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მათი დათვლაც კი შეგვიძლია.

 ძალიან კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც ESO 318-13-ის ცენტრში მოჩანს, სინამდვილეში ჩვენს გალაქტიკაში მდებარეობს.

 წარმოდგენილ გამოსახულებაზე კიდევ ერთი ცალკეული სპირალური გალაქტიკა მოჩანს. დიფუზური ლაქას სახით სურათის მარჯვენა მაღალ კუთხეში.

 არასწორ გალაქტიკებს პეკულარულებსაც უწოდებენ. ეს გალაქტიკები ჰაბლის მიმდევრობაში ვერ ეწერებიან. არც სპირალური და არც ელიფსური სტრუქტურა მათში არ დაიმზირება. ხშირ შემთხვევაში მათ ქაოტური ფორმა აქვთ, მკვეთრად გამოხატული ელვარე ბირთვის გარეშე. პროცენტული თანაფარდობით ისინი სამყაროს გალაქტიკების ერთ მეოთხედს შეადგენენ. არასწორი გალაქტიკების უმრავლესობას წარსულში სპირალური და ელიფსური ფორმები ჰქონდათ, მათი დეფორმაცია გრვიტაციული ზემოქმედებით მოხდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.