ამა თუ იმ ელემენტარული ნაწილაკის აღმოჩენა უზარმაზარი სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად ხდება. ამასთან ერთად შეცდომის ალბათობა ჯერჯერობით მეცნიერებაში მიღებულ ზღვარზე მაღალია, 0,00006 პროცენტი(ე.წ. ხუთი სიგმა, ჯერჯერობით 4,5-5 სიგმაა მიღწეული).
არის თუ არა ეს ნაწილაკი ჰიგსის ბოზონი, რომლის მოსაძებნადაც, სხვათა შორის, დიდი ადრონული კოლაიდერია(LHC) შექმნილი, უცნობია. მეცნიერები, რომლებიც დეტქტორებთან CMS და ATLAS მუშაობენ, თავიანთ შედეგებს 2012 წლის 4 ივლისს ღია სემინარზე გამოაქვეყნებენ, მის ტრანსლაციას ცერნი პირდაპირ ეთერში მოახდენს.
ამასთან ერთად ინტერნეტში ცირკულირებენ ხმები, რომ სემინარზე ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის შესახებ გამოაცხადებენ. ის, რომ რაღაც მნიშვნელოვანზე იქნება საუბარი მიწვეული სტუმრების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, ესენი ელექტროსუსტი სიმეტრიის დარღვევის ჰიგსისეული მექანიზმის იდეის ავტოტრები არიან – პროცესისა, რომლის შედეგად ზოგიერთმა ელემენტარულმა ნაწილაკებმა მასა შეიძინეს – ფრანსუა ენგლერტი, კარლ ჰეიგანი, ჯერალდ გურალნიკი და პიტერ ჰიგსი.
Nature News-ის წყაროს მიხედვით, ახალი ნაწილაკის მასა დაახლოებით 125 გიგაელექტრონვოლტს შეადგენს. 2011 წლის დეკემბერში, წინა ერთობლივ ღია მოხსენებაში კოლაბორაციებმა CMS და Atlas, სწორედ ამ ენერგიებზე აღმოაჩინეს გარკვეული სიგნალი. მაშინ, მართალია, ფიზიკოსებს სტატისტიკური მონაცემები არ ეყოთ, იმისათვის, რომ აღმოჩენის შესახებ თავდაჯერებულად განეცხადებინათ.
ჰიგსის ბოზონი ე.წ. ჰიგსის ველის კვანტია, რომელიც ნაწილაკების მასაზეა პასუხისმგებელი. ამ მომენტისთვის, სტანდარტული მოდელის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილაკი, ჯერჯერობით აღმოჩენილი არაა. მისი აღმოჩენა მოდელის მართებულობას დაამტკიცებს, მოდელისა, რომელიც სამ ძირითად ფუნდამენტურ ურთიერთქმედებას აერთიანებს – ძლიერი, სუსტი და ელექტრომაგნიტური(1).